სენაკში სასულიერო პირი დააყაჩაღეს

სენაკში სასულიერო პირი დააყაჩაღეს. მთავარი არხის ინფორმაციით, სახლი მეუფე საბა გიგიბერიას ეკუთვნის და ნიღბიანი პირები იქ გვიან ღამით, 100 ლარის ოდენობის თანხას იარაღის მუქარით დაეუფლნენ.

სახლში მოხუცის გარდა იმ დროს მისი მომვლელი და არასრულწლოვანი შვილიშვილი იმყოფებოდნენ. ოჯახის წევრებს დამყაჩაღებლები დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ემუქრებოდნენ. არსებული ინფორმაციით, მათ თანხის წაღება მოახერხეს.