#სირცხვილია არის შმაცების კომკავშირი, ანუ ევრონაცების ახალგაზრდული ორგანიზაცია – კობახიძე

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე მოძრაობა #სირცხვილიას “შმაცების კომკავშირს” და ევროპული საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციას უწოდებს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, პარლამენტმა მათ წარმომადგენელს, ზაზა აბაშიძეს საზ.მაუს სამეურვეო საბჭოში მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ კვოტებს სცა პატივი.

“სირცხვილია არის შმაცების კომკავშირი ხო?! ანუ ევრონაცების ახალგაზრდული ორგანიზაცია არის სირცხვილია. შესაბამისად, ჩვენ ევრონაცი ავირჩიეთ მათ შორის, იმის გამო, რომ კვოტას ვეცით პატივი. შმაცების კომკავშირის წარმომადგენელი ზაზა აბაშიძე ავირჩიეთ ბორდის წევრად, ანალოგიურად მათაც უნდა ეცათ პატივი კვოტისთვის და ხმა უნდა მიეცათ სხვა კანდიდატებისთვის”,– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად: ბონდო მძინარაშვილი, გია მურღულია და ზაზა აბაშიძე დაამტკიცა. ზაზა აბაშიძემ 98 ხმა მიიღო.