დაინტერესებულები ვართ საქართველოს ევროკავშირთან და აშშ-სთან შერიგებით – ნიკოლ ფაშინიანი

“დაინტერესებულები ვართ საქართველოს ევროკავშირთან და აშშ-სთან შერიგებით”- ასე უპასუხა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფასინიანმა პრესკონფერენციაზე “ფორმულას” კითხვას თუ  “როგორ შეიძლება ამ  არჩევნებმა გავლენა მოახდინოს საქართველოსა და ევროკავშირს, საქართველოსა და აშშ-ს შორის გაყინულ ურთიერთობებზე”.

“დაინტერესებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შერიგებით და ეს ჩვენი პოზიციაა. თუმცა გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთობები საქართველოსთან განუწყვეტლივ განვითარდება, ეს ჩვენი მოძმე ქვეყანაა და ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს და ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ურთიერთობების განვითარებას”, – თქვა ფაშინიანმა.