სპეცოპერაცია ვარკეთილში: ქალი, რომელიც თვითმკვლელობით იმუქრებოდა მაშველებმა გადაარჩინეს(ვიდეო)

ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში მაშველების, პოლიციის და სასწრაფო დახმარების მობილიზება გახდა საჭირო მას შემდეგ, რაც მეშვიდე სართულზე მცხოვრები ქალი ფანჯრიდან გადახტომით დაიმუქრა. მეზობლები იძულებულნი გახდნენ 112–ში დაერეკათ. სახლში ჩაკეტილმა ქალმა კარი არც  პატრულს გაუღო და არც სასწრაფო დახმარების ექიმებს. მაშველებმა ფანჯრის ქვეშშ ბატუტი გაშალეს, კორპუსის მეცხრე სართულის ფანჯრიდან კი თოკის საშუალებით მეშვიდე სართულის ფანჯრამდე ჩავიდნენ და ბინაში შეაღწიეს.

 

მობილიზებულმა სამსახურებმა ქალს გადახტომის საშუალება არ მისცეს, ჯერჯერობით უცნობია რა ზომებს მიიღებენ ისინი მსგავსი ინციდენტის განმეორების პრევენციისთვის.