ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ მოქალაქეებს აცრაში თანხა გადაუხადონ

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ ვაქცინაციის წასახალისებლად მოქალაქეებს თანხა გადაუხადონ, ან სხვა მსგავსი ღონისძიება გამოიყენონ.

ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ გამოიყენებენ ვაქცინაციის წამახალისებლად მოქალაქეებისთვის თანხის გადახდის ინსტრუმენტს, როგორც სერბეთში უხდიან აცრაში 25 ევროს, ტიკარაძე ასე პასუხობს:

“სხვადასხვა ინსტრუმენტები გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან. ამ ღონისძიებებს ვაკვირდებით და ასევე ვაკვირდებით მათ ეფექტურობასაც. მე არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ჩვენ მსგავს ხერხსაც მივმართოთ, თუმცა იქნება ეს 25 ევრო, ლარი თუ რამე სხვა წამახალისებელი ღონისძიება ჩვენი მოქალაქეებისთვის, საბჭომ ერთობლივად უნდა მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.