უახლოეს ხანში გამოვაქვეყნებთ, ვინ გვაფინანსებს და როგორ განვკარგავთ – მუსელიანი

რიონის ხეობის მცველი მარიტა მუსელიანი ამბობს, რომ რადგან საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა, გამოაქვეყნებენ, ვინ აფინანსებს მათ აქციებს და როგორ განკარგავენ.

“რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებას ფინანსურ ნაწილში ჩვენი დაფინანსების, გამახვილდა ყურადღება სცენაზე და ა.შ. რასაკვირველია, ეს შავი პიარის ნაწილში ემთხვევა იმ თემას, რომ ვიღაც პოლიტიკური ძალები და დიდი ფულის პატრონი ადამიანები დგანან ჩვენს უკან.

დავფიქრდით, რომ ამასთან დაკავშირებით საჭიროა მეტი გამჭვირვალობა, ამიტომ მივმართეთ იურისტებს რჩევისთვის, როგორ გაგვემჟღავნებინა ისე რომ თან ადამიანის უფლება არ დარღვეულიყო. ეს ყველაფერი, რამდენადაც კანონი მოითხოვს, გამჭვირვალობა უნდა იყოს ამ საქმეში და ინტერესია საზოგადოებას, პრობლემა არ არის, უახლოეს ხანში ჩვენ ამას გამოვაქვეყნებთ და ძალიან ნათელი იქნება რა თანხები, ვისგან და საიდან მოდის და როგორ განვკარგავთ”,– თქვა მუსელიანმა აქციაზე.