უკანონო მოსმენა ენმ-ს ხელწერაა, ჩემი პატივისცემა ღირსეულ ბერა ივანიშვილს – კობახიძე

“უკანონო მოსმენა ენმ-ს ხელწერაა, ჩემი პატივისცემა ღირსეულ ბერა ივანიშვილს” – ასე ეხმაურება, “ქართული ოცნების” თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე, გუშინ ტვ “პირველის” მიერ გასაჯაროებულ ფარულ აუდიოჩანაწერს.

“აშკარაა, რომ ნაციონალური მოძრაობა ვერ იშლის თავისას. უკანონო მოსმენა, ჩანაწერების ფაბრიკაცია, მორალური და ფიზიკური ძალადობა მათი ხელწერაა. ეს პარტია ვერ ამაღლდა და ვერც ვერასდროს ამაღლდება „კუდის” სიმაღლიდან, ანუ მორალური და პოლიტიკური ფსკერიდან. მთავარია, რომ ქართული საზოგადოება კვლავაც კარგად არჩევს თეთრსა და შავს. ჩემი პატივისცემა ღირსეულ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს და ღირსეული ოჯახის ღირსეულ შვილს, ბერა ივანიშვილს!!!”-წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გუშინ ტელეკომპანია “პირველმა” გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომლის მიხედვითაც, მოქმედი პრემიერმინისტრი ირაკლი  ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე, გეგმავენ იმ ახალგაზრდების სამაგალითო დასჯას, რომლებიც “ფეისბუქზე” ბერას აკრიტიკებენ, ან აგინებენ.