უმძიმესი არჩევანი : ბრიტანელ ექიმებს უფლება მისცეს, თავად გადაწყვიტონ, რომელი პაციენტი გადაარჩინონ და რომელი არა

გაერთიანებულ სამეფოს ჯანდაცვის ეროვნულმა უწყებამ მიიღო გადაწყვეტილება რომ Covid 19-ით დაავადებულ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს ხელოვნურ სუნთქვის აპარატს გამოურთავენ და იმ დაავადებულებს დაეხმარებიან ვისაც გადარჩენის მეტი შანსი აქვს.  ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ბრიტანეთის მეკიოსთა ასოციაცია აცხადებს, ეს იქნება ურთულესი და უმძიმესი გადაწყვეტილება კორონავირუსთან მებრძოლი ექიმებისთვის, რადგან მათ მოუწევთ გადაარჩენისთვის სელექციას მიმართონ პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.

ცნობისთვის, ეს რეკომენდაცია იტალიელმა ექიმებმა რამდენიმე კვირისწინ მიიღეს. იტალიელ ექიმებს ურჩევენ აუცილებლობის შემთხვევაში ხანდაზმულ ადამიანებზე ნაკლები რესურსი დახარჯონ და მათ გარდაცვალების საშუალება მისცენ. ეს არის მძიმე არჩევანი, რომლის გაკეთება ექიმებს მოუწევთ.

ამ დროისთვის, ბრიტანეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 33,718-ს შეადგენს, რომელთაგან გარდაცვლილთა რიცხვმა 2,921 შეადგინა. მცირეა გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელიც და ამ დროისთვის მხოლოდ 135 ადამიანი განიკურნა.