ქალის მდგომარეობა, რომელიც თბილისში ძაღლმა დაგლიჯა, სტაბილურად მძიმეა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ქალის მდგომარეობა, რომელიც გუშინ თბილისში ძაღლმა დაგლიჯა, სტაბილურად მძიმეა.

როგორც რატიანმა განაცხადა, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და ის მართვითი სუნთქვის აპარატზე რჩება.

„აღენიშნება ნაკბენ-ნაფლეთოვანი ჭრილობები თავ-კისრის არეში, გულ-მკერდის არეში და ორივე ქვემო კიდურზე“, – განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, ძაღლი 67 წლის ქალს გუშინ, თბილისში წინამძღვრიშვილის ქუჩაზე თავს დაესხა.