“ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს” – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო

“ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს” – ამის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო Twitter-ზე წერს. განცხადებაში ვკითხულობთ რომ კომპრომისი არის ქვეყნისთვის ერთადერთი გზა წინსვლისკენ.

”ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უნდა მიაღწიოს. ეს არის ქვეყნის წინსვლის ერთადერთი გზა. ვაშინგტონში ჩვენი გულწრფელი საუბრების არასწორი დახასიათება გულდასაწყვეტია” – წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო