“ქართული მარში” “ოცნების” ოფისთან საპროტესტო აქციას მართავს

ხმაური “ქართული ოცნების” ოფისთან – ნაციონალისტური პარტია “ქართული მარშის” წევრები აქციას მართავენ.  ისინი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. ამასთან ერთად ქართული მარშის ლიდერების განცხადებით,  ისინი 2 ნოემბრიდან მმართველი პარტიის შტაბის პიკეტირებას, არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით დაიწყებენ. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა მარშმა“ საპარლამენტო არჩევნებში ხმების რაოდენობის 0,25% მიიღო.

“ჩვენ მოვედით აქ, რათა დავამტკიცოთ, რომ ქართველ ხალხს მოპარეს არჩევნები. რომ გაიგეს, მარში მოდისო, ოფისიდან გაქცეულა ყველა – ეს სამარცხვინოა. ეს არის ჩრდილოეთ კორეა, ასეთ სახელმწიფოში შვილების გაზრდას არ ვაპირებ, ვიქნებით ბოლომდე რადიკალურები, სანამ არ დაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები”, – ამბობს სანდრო ბრეგაძე.