ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილებას არ ვაპირებთ -საბა ბუაძე

“ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილებას არ ვაპირებთ”-  ამის შესახებ, პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ განაცხადა. ბუაძის განცხადებით, ლელო ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკების მაგიდაზე არ დასხდებიან.

“ჩვენი პოზიცია არის იგივე და დღეს ჩვენ შევიტანეთ პროკურატურაში განცხადება იმ მოთხოვნით, რომ გამოძიებული ეს შოკისმომგვრელი ძალადობის ეპიზოდები. ამის მიუხედავად, ჩვენი პოზიცია გაცხადებული გვაქვს ღარიბაშვილთან მიმართებაში და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ ღარიბაშვილს და ასეთ საშიშ კრიმინალურ ეპიზოდებში შესაძლო გარეულ ადამიანებს ნუ აქცევენ მოლაპარაკებისთვის საფრთხის შემცველ ფაქტორად. ლელოს პოზიცია რჩება იგივე, ჩვენ ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ ვაპირებთ”, -განაცხადა ბუაძემ.

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მოლაპარაკებებზე პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ნაცვლად, სხვა პოლიტიკური ფიგურანტი წარმოადგინოს. დეკანოიძე ასევე აცხადებს, რომ ისინი არ მისცემენ ქართლ ოცნებას იმის საშალებას რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს.