შავი ჯიპებიდან როდის გადმოჯდებით? როდის შემოიჭერთ ქამრებს? – ელისაშვილი ღარიბაშვილს

“მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, როდის შემოიჭერს მთავრობა ქამარს.

მისი თქმით, ოცნებობს ქვეყანაზე, სადაც პრემიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდება.

“ბატონო ირაკლი, თქვენც თქვით, რომ ძალიან ღატაკ ქვეყანაში ვცხოვრობთ. 550 ათასი ადამიანი სოციალურ შემწეობაზეა დამოკიდებული, დარწმუნებული ვარ, ერთი ამდენი ოცნებობს, რომ ეს დახმარება მიიღოს.

მინდა გკითხოთ, როდის მოიქცევა თქვენი მთავრობა ისე, როგორც შეშვენის ღარიბი ქვეყნის მთავრობას? როდის შემოიჭერს ქამრებს? როდის შეამცირებს ბიუროკრატიის ხარჯს? ამ შავი ჯიპებიდან როდის გადმოჯდებით? აღრიცხული მაინც თუ გაქვთ, რამდენი იხარჯება ამ მანქანების ყიდვაზე, შენახვაზე, ბენზინის ჩასხმაზე. მე, მაგალითად, ვოცნებობ ისეთ ქვეყანაზე, სადაც ჩემი ქვეყნის პრემიერმინისტრი ივლის საზოგადოებრივი ტრანსპორტით და იცხოვრებს რიგითი მოქალაქეებივით”,– ჰკითხა ელისაშვილმა ღარიბაშვილს.