შეწყვიტე ცრუ ინფორმაციის გავრცელება, სიგიჟეა – ადამ კინზინგერი ტრამპს

სენატორი ადამ კინზინგერი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუწოდებს, მტკიცებულების გარეშე არჩევნების გაყალბებაზე დეზინფორმაციის გავრცელება შეწყვიტოს.

“ჩვენ გვინდა, რომ თითოეული ხმა იყოს დათვლილი, დიახ, ყველა კანონიერი ხმა (რა თქმა უნდა), მაგრამ თუ თქვენ ლეგიტიმურად ხართ შეშფოთებული თაღლითობასთან დაკავშირებით,  წარადგინეთ მტკიცებულება სასამართლოში. შეწყვიტეთ დეზინფორმაციის გავრცელება, ეს სიგიჟეა“, – წერს კინზინგერი ტვიტერზე.

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ „დემოკრატები“ არჩევნების გაყალბებას ცდილობენ.

“თუ კანონიერ ხმებს დაითვლით, მე მარტივად ვიგებ. თუ უკანონო ხმებს დაითვლით, მათ შეუძლიათ სცადონ არჩევნების მოპარვა.

ჩვენ ვიმარჯვებდით გადამწყვეტი მნიშვნელობის ყველა ადგილზე დიდი სხვაობით და შემდეგ ჩვენმა რიცხვებმა სასწაულებრივად დაიწყო შემცირება, ისინი კი კანონით დაშვებულ დამკვირვებლებს არ უშვებდნენ [ხმების დათვლის პროცესზე]”,– ამბობს ტრამპი.

ბოლო მონაცემებით ბაიდენს საარჩევნო კოლეგიაში 253 ხმა აქვს მოპოვებული, ტრამპს კი 214. გამარჯვებისთვის კანდიდატს 270 ხმა სჭირდება