შსს-მ ორი პირი დააკავა, რომლებმაც “სტრატეგია აღმაშენებლის” აქტივისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ორ აქტივისტისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო შსს–მ ორი პირი დააკავა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს მე-8 სამმართველოს თანამშრომლებმა, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ორი პირი – 1987 წელს დაბადებული გ.ხ. და 1976 წელს დაბადებული პ.ს.-ა დაკავებული.

„მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, თბილისში, მეტროსადგური “ვარკეთილის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ორმა მოქალაქემ – გ.ხ.-მ და პ.ს.-მ პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ორ აქტივისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცველებმა ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს“, – აცხადებს შსს.