შსს-ს ინფორმაციით, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან სამი პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან სამი პირია დაკავებული.  მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები.

ცნობისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში ოქმების განხილვის პროცესი მიმდინარეობს, სადაც მოქალაქეებს, პარტია “ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების” აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა.