ჩემი პირის გაღება არავის არ უნდა აწყობდეს – მეუფე იაკობი

ბოდბელი მიტროპოლიტი მეუფე იაკობი საკვირაო ქადაგებისას ამბობს, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალას მხარს არ უჭერს.

“როცა მიმაჩნდა, რომ რომელიმე ძალისთვის მხარი უნდა დამეჭირა პირდაპირ, ვაკეთებდი, მაგრამ მე განვაცხადე რომ, არ ვაპირებ ახლა საერთოდ. აბსოლუტურად ნეიტრალური ვარ. ერთობა თუ ჰქონდათ, მაგას რა ჯობია. როგორც ხდება – ერთმანეთს რომ ვჭამთ, ასე წინ ვერ წავალთ. როგორც კარგი იქნება საქართველოსთვის, ისე იყოს. მე მჯერა, რომ ღმერთი არ გაგვწირავს”,– ამობობს მეუფე.

მისივე თქმით, მისი პირის გაღება არავის უნდა აწყობდეს.

“აბა ჩემთან დასხდნენ და რომელიმე მხარე მართალი თუ გამოვა. ჩემი პირის გაღება არავის არ უნდა აწყობდეს. რაღაცებით რომ ვართ წყნარად, გვინდა, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს, ღმერთი ასე გვიფარავს, დედა ღვთისმშობელი ასე გვიფარავს. თუ ერთობა არ გვქონდა, ამდენ გაჭირვებულს ვერ ვუშველით”,– თქვა ეპისკოპოსმა.