ჩემი შვილიც აბიტურიენტია, შევეცდებით, შევქმნათ კომფორტული, მაგრამ უსაფრთხო გარემო – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ეროვნული გამოცდების საკითხი მისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მისი შვილიც აბიტურიენტია.

მინისტრის განცხადებით, ეცდებიან კომფორტული და ამავე დროს უსაფრთხო გარემო შექმნან.

„ჩემი შვილიც აბიტურიენტია. აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ, როგორც მინისტრი, ამ საქმის უშუალო კურატორი, ვარ ჩართული ამ თემატიკაში. ჩვენ ვაწარმოებთ კონკრეტულ მოლაპარაკებებს განათლების სამინისტროსთან და რა თქმა უნდა, შევეცდებით, რომ შევქმნათ ბავშვებისთვის მაქსიმალურად კომფორტული, მაგრამ უსაფრთხო გარემო. ალბათ, უმოკლეს დღეებში, ეს იქნება ხვალ და ზეგ, გავაკეთებთ უკვე კონკრეტულ განაცხადს ამასთან დაკავშირებით“, – თქვა ტიკარაძემ.