ჩვენ „მავნებლები“ ვართ და თვითონ „ქვეყნის გადამრჩენი“ – თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის ექსპერტებზე

“ჩვენ „მავნებლები“ ვართ და თვითონ „ქვეყნის გადამრჩენი“ – ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, პანდემიის არასწორი მართვის გამო ოპოზიციის კრიტიკას  ეხმიანება და ამბობს, რომ ოპოზიცია სპეკულირებს და სინამდვილეში, საქართველო დიდი წარმატებით მართავს პანდემიას და მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო კორონავირუსის საწინააღმდეგო სამსახური აქვს.

“ბ-ნი სერგო ჩიხლაძე, რომელიც უაპელაციოდ გვეძახის ყველას „მავნებლებს“?!, „ბედოვლათებს“?! (ჩვენ „მავნებლები“ ვართ და თვითონ „ქვეყნის გადამრჩენი“) და ა.შ. დიდად ბედნიერია იმით, რომ სადღაც ამოიკითხა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა მოხსნილია. ამ დროს იგი თვალს ხუჭავს იმაზე, თუ რამდენად მკაცრია სხვა შეზღუდვები ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში საქართველოსთან შედარებით. ასე მაგალითად, გერმანიაში ოჯახებს მხოლოდ ერთი ადამიანის სტუმრად მიღების უფლება აქვთ და ამავე დროს არა აქვს სახლიდან 15 კილომეტრზე მეტით გადაადგილების უფლება…

წარმოგიდგენიათ, რა ამბავს ატეხდნენ ეს მართლა „მავნებლები“, რაიმე მსგავსი საქართველოში რომ ხდებოდეს. ” – წერს თენგიზ ცერცვაძე