ჩერგოლეიშვილი რომ აჩვენო დასავლეთს და ვისაუბროთ გაწონასწორებულობაზე – ჩარკვიანი

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ–ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი ტაბულას დამფუძნებელს, თამარ ჩერგოლეიშვილს, გიგა ბოკერიასა და ნინო ბურჯანაძეს აკრიტიკებს.

“ახლა ქალბატონი იყო გამოსული [თამარ ჩერგოლეიშვილი] და გაოცებული ვიყავი, ვისმენდი, რომ გაწონასწორებული გიგა ბოკერიაო. მართლა პირველად გავიგე, თქვენ ასე იცნობთ გიგა ბოკერიას?

გამახსენდა, ჩემს ბავშვობაში ასეთი ანსამბლი იყო, “მზიური” და მახსოვს, იყო ასეთი გამონათქვამი – აჩვენეთ ეს ბავშვები მსოფლიოს და ომი აღარ იქნება. წარმოიდგინეთ ახლა ერთი წუთით, გთხოვთ, ჩერგოლეიშვილი, ბურჯანაძე და ბოკერია, ერთად რომ უნდა აჩვენო დასავლეთს, აი, იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ეს ქალბატონი არის ხოლმე და რომ ვისაუბროთ გაწონასწორებულობაზე”,– ამბობს ჩარკვიანი აჭარის ტელევიზიის ეთერში.

მისივე თქმით, ნინო ბურჯანაძეს გიგა ბოკერია მფარველობას უწევდა.

“ბოკერიაც განულებულია, ბურჯანაძეც გაანულა. ხალხი ბრძენია, ჩვენ რა უფლება გვაქვს, პოლიტიკური გვამები გავაცოცხლოთ–მეთქი, ბოკერიამ მითხრა, პასუხს არ გაგცემო, არასერიოზულიაო. მე არც ველოდებოდი, როდის იყო პოლიტიკური გვამები საუბრობდნენ?!”,– თქვა ჩარკვიანმა.