წმინდა სინოდის ნაცვლად გვყვავს სუფთა ნახირი – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

“წმინდა სინოდის ნაცვლად გვყვავს სუფთა ნახირი “- ასე ეხმაურება დეკანოზი ილია ჭიღლაძე ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის, ანტონის თავდასხმას ”მთავარი არხის” ჟურნალისტზე.დეკანოზი ილია ჭიღლაძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

“ადამიანზე ხელით შეხებისათვის მიტროპოლიტი ანტონ ბულუხია რჯულის კანონის მიხედვით ამიერიდან განკვეთილია მღვდელმთავრობიდან. ეპისკოპოსი სვიმეონ ცაკაშვილი 6 მაისიდანაა განკვეთილი მღვდლის ცემის გამო. არავითარი წმინდა სინოდი ჩვენ არ გვყავს. წმინდა სინოდის ნაცვლად გვყავს სუფთა ნახირი. წერტილი”, – წერს დეკანოზი საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

7 მაისს, ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძეს, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ინტერვიუსთვის მისულ ჟურნალისტს მეუფე ანტონი აგრესიით ხვდება და მოუწოდებს, რომ ადგილი დატოვოს. მეუფემ ჟურნალისტს მის ეპარქიაში მისვლა აუკრძალა, რაზეც მან განუცხადა, რომ მისი გადასაწყვეტია სად მივიდოდა