მღვდელმსახურს შშმ ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

მღვდელმსახურს შშმ ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს.

არხის ინფორმაცით მრავალწლიანი მსახურების შემდეგ, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეს ტაძარი მამა კახაბერ ციყელაშვილმა სავარაუდოდ იძულებით დატოვა. მმიზეზი კი ახალგაზრდა ქალთან დამყარებული სექსუალური კავშირია, რის შემდეგაც გოგონა დაორსულდა.

ორსული ქალი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და ფსიქიკური პრობლემები აქვს. ადგილობრივებმა ამ ისტორიის ყველა დეტალი იციან.

ტაძარის ახალი წინამძღვარი კამერასთან ღიად არ საუბრობს, თუმცა მომხდარს ადასტურებს.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, სასულიერო პირი ამ დროისთვის მიმალულია, ამას ოჯახის წევრებიც  გვიდასტურებენ. კახაბერ ციყელაშვილი საცხოვრებელ სახლში თვეზე მეტია არ მისულა. არ უნახავს მეუღლე და საკუთარი ცხრა შვილი. ოჯახში უსიამოვნება სავარაუდოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ სკანდალური ამბის შესახებ შეიტყვეს.

სასულიერო პირის მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაული რთული დასაჯერებელია მეზობლებითვის.