ჯვრის მონასტრის კონსერვაციისა და გამაგრებისთვის აშშ-ს საელჩომ $506 000 გამოყო

აშშ-ს საელჩომ ჯვრის მონასტრის კონსერვაციის მეორე ეტაპისთვის $506 000 გამოყო. ამასთანა დაკვშირებით საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი მონასტერში ჩავიდა.

კელი დეგნანი საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობს, რომ აშშ-ს საელჩო ამაყობს ჯვრის მონასტრის მთავარი ტაძრის გამაგრების სამუშაოების დაფინანსებით ამაყობს. დეგნანი აღნიშნავს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში კულტურის დაცვის ფონდმა 20 პროექტი დააფინანსა, რომლებზეც ორ მილიონ დოლარზე მეტია გამოყოფილი.

“საქართველოში ეკლესიები და ისტორიული ძეგლები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ქვეყნის საზოგადოების ისტორიაში და ჩვენ ვამაყობთ და გვიხარია, რომ შეგვიძლია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათი დაცვისა და შენარჩუნების საქმეში”. – ამბობს კელი დეგნანი.

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულმა ცენტრმა დაფინანსება აშშ-ს ელჩის მემკვიდრეობის ფონდისგან ტაძრის საფასადო ქვების კონსერვაციისა და გამაგრებისთვის მიიღო.