30 წლის შემდეგ პირველად – ლივერპული ინგლისის ჩემპიონია

იურგენ კლოპის გუნდი “ლივერპული” პრემიერლიგის ჩემპიონია. პრემიერლიგის 31-ე ტურში “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა “მანჩესტერ სიტი”.

“მანჩესტერ სიტის” მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროებოდა, რომ ჩემპიონობის თეორიული შანსი შეენარჩუნებინა, მაგრამ გუნდი “სტემფორდ ბრიჯზე” 1:2 დამარცხდა ჩელსისთან და ლივერპული ოფიოციალურად გახდა ინგლისის ჩემპიონი.

მეორეადგილოსანი “მანჩესტერ სიტი”  “ლივერპულს” 23 ქულით ჩამორჩა, თეორიულადაც კი ვერ დაეწევა და  გუნდი ჩემპიონი ტურნირის დასრულებამდე 7 ტურით ადრე გახდა.
 იურგენ კლოპი ის გახდა პირველი გერმანელი მწვრთნელი, ვინც პრემიერლიგა მოიგო. ეს არის “ლივერპულის” პირველი ტიტული ბოლო 30 წელიწადში (ბოლოს ჩემპიონი 1989/90 წლების სეზონში იყო), ხოლო მე-19 – კლუბის ისტორიის განმავლობაში.