მერიამ წუხელ თბილისის ქუჩების ნაწილი მორეცხა(ფოტოები)

წუხელ თბილისის რამდენიმე ქუჩა სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხეს.

დეზინფექცია, რომელიც პეკინის გამზირიდან დაიწყო, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ თავდაპირველად, დედაქალაქის რამდენიმე მთავარ ქუჩაზე ჩაატარა. სპეციალური ხსნარით დამუშავდა კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩები, ასევე, ჰუალინგის დასახლების მიმდებარე ტერიტორია მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“.

გზის მორეცხვის სამუშაოები „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ სპეციალური ტექნიკის საშუალებით ხორციელდება. პროცესში ასევე, ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ათი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

სადეზინფექციო სამუშაოებს თბილისის მერიც ესწრებოდა.