6 თებერვალს რესტორნების თვითნებურად გახსნა იგეგმება

6 თებერვალს რესტორნების თვითნებურად გახსნა იგეგმება. ამის სესახებ გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ქოქიაშვილი გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ქოქიაშვილი წერს.

“სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის მოლოდინი სამწუხაროდ არ გამართლდა, გონივრული გამოსავლის პოვნის ნაცვლად ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაც გადაიდო და არ შედგა. რადგან სხვა გამოსავალს, მიუხედავად დაჟინებული მცდელობისა, ვერ ვხედავთ, გადავწყვიტეთ შაბათს, 6 თებერვალს გავხსნათ რესტორნები.

აქვე განვმარტავთ, სრულად ვიაზრებთ ჩვენი გადაწყვეტილების ყველა ასპექტს და არც ჩვენთვის გახლავთ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება იოლი”, -წერს  ლევან ქოქიაშვილი.