თაკო ჩარკვიანი კორონავირუსისგან განიკურნა

“სტრატეგია აღმაშენებლის” საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თაკო ჩარკვიანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

“ძვირფასო მეგობრებო, ორჯერ ჩატარებული (კოვიდის ) ტესტების პასუხები უარყოფითია???უფლის წყალობით , ჩვენს ოჯახში ყველასთან??მადლობა დიდი, გულშემატკივრობისთვის, ისეთ ენერგეტიკას მაწვდიდით და ეს ისეთი საოცრება იყო, რომ რა შემიძლია???სიკეთით დამებრუნებიოს, დიდი მადლობა“ – წერს თაკო ჩარკვიანი.

თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი 11 სექტემბერს დაუდასტურდა. კორონავირუსი აღმოაჩნდა მის მეუღლესაც, მოგვიანებით კი დედას. თაკო ჩარკვიანი მის დაინფიცირებას ერთ–ერთ ტელეგადაცემაში სტუმრობას უკავშირებდა, სადაც მას ლევან გოგიჩაიშვილის მიკროფონი ეკეთა, რომელიც იმ დროისთვის კოვიდით უკვე დაინფიცირებული იყო.