Astrazeneca-ს რამდენიმე ასეულ ათას დოზას მარტში მივიღებთ, თუ არ დაგვაღალატეს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ვერ ასახელებს თარიღს, როდის მიიღებს საქართველო ვაქცინას.

მისი თქმით, ასტრაზენეკას ვაქცინა მარტში შემოვა, თუ მწარმოებლები “არ დაგვაღალატებენ”.

“კოვაქსიდან უნდა მოვმარაგებულიყავით 18 ქვეყანა, მაგრამ გადაიწია მარტის ბოლოსკენ. ჯერ ზუსტი რიცხვები არ ვიცით ფაიზერთან მიმართებით, მაგრამ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მეორე არხებით, რაზეც ვმუშაობთ, იგივე კოვაქსით ასტრაზენეკას მიღებასთან დაკავშირებით და პირდაპირი მოლაპარაკებებით ასტრაზენეკას ორ მწარმოებელთან, რომელიც გახლავთ ინდოეთის სერუმის ინსტიტუტი და კორეის ერთერთი დიდი მწარმოებელი, რომ გარკვეული სერიოზული დოზები, რამდენიმე ასეული ათასი დოზა, წესით და რიგით, ყოველ შემთხვევაში, თუ არ დაგვაღალატეს, უნდა მივიღოთ მარტში, კონტრაქტები უკვე გაფორმებულია…”,– თქვა გამყრელიძემ.