ევროპაში იმედისმომცემი ნიშნები გამოჩნდა – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ფილიალის ხელმძღვანელი ჰანს კლუგე დამაიმედებელ ინფორმაციას ავრცელებს. ის ამბობს, რომ მიუხედავად მძიმე ვითარებისა, ევროპაში კორონავირუსთან დაკავშირებით იმედისმომცემი დინამიკაც შეინიშნება.

„მიუხედავად იმისა, რომ ვითარება შემაშფოთებელი რჩება, ჩვენ უკვე ვხედავთ გამამხნევებელ ნიშნებს. იტალიაში ვირუსით ინფიცირების შემთხვევების კლება შეინიშნება. თუმცა, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, რომ იტალიაში პანდემიამ თავის პიკს მიაღწია“, – აღნიშნა ჰანს კლუგემ.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა.