კოპიტნარის აეროპორტში ჩამოსული მგზავრები ბათუმის საკარანტინო ზონაში გადაჰყავთ(ვიდეო)

ფეისბუქ გვერდი – გურია თუდეი ავრცელებს კადრებს ლანჩხუთში მდებარე “სოკარის” ბენზინგასამართი სადგურიდან, სადაც ხუთი საპატრულო ეკიპაჟია მობილიზებული და გაჩერებულია სამი ავტობუსი.

როგორც ირკვევა, უცხოეთიდან ჩამოსული მგზავრები კოპიტნარის აეროპორტიდან ბათუმში კარანტინში გადაჰყავთ. მგზავრები სარგებლობენ “სოკარის” საპირფარეშოთი. ავტობუსებიდან მათ ჩამოსვლას და უკან დაბრუნებას აკონტროლებს პატრული, რომლის წარმომადგენლებს პირბადეები უკეთიათ. აქვე არიან ადამიანები, რომელთაც სპეცტანსაცმელი აცვიათ.