Moderna–ს  COVID-19–ს საწინააღმდეგო ვაქცინამ სახის კოსმეტიკური ფილერების მომხმარებლებში გვერდითი მოვლენები გამოიწვია

“მოდერნას“ ვაქცინას მოულოდნელი გვერდითი ეფექტი აღმოაჩნდა, მათთვის, ვისაც გარკვეული კოსმეტიკური პროცედურები აქვს ჩატარებული.

აშშ–ს წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტოს ინფორმაციით გვერდითი ეფექტი რამდენიმე ადამიანს აღმოაჩნდა, ვისაც სახის ფილერები – ანუ კოსმეტიკური შემავსებლები აქვს გაკეთებული.

FDAს–ს საკონსულტაციო კომიტეტი –ს მიერ სერთიფიცირებული დერმატოლოგი, შირლი ლი განმარტავს, რაში მდგომარეობს პრობლემა:

“ამ შემთხვევებში პაციენტებს აღენიშნებოდათ შეშუპება და ანთება იმ ადგილებში, სადაც მათ ფილერები აქვთ გაკეთებული. რამდენიმე პაციენტს ლოყებში ფილერი ვაქცინის მიღებამდე ექვსი თვით ადრე ქონდა გაკეთებული, ერთმა პაციენტმა კი ტუჩის ფილერი ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში გაიკეთა. ყველა მათანს სტეროიდებით და ანიჰისტამინებით მკურნალობა ჩაუტარდა და მათი რეაქცია განეიტრალდა.“– ამბობს ის.

სახეზე – მათ შორის ტუჩებში ფილერების გამოყენების პროცედურას მილიონობით ადამიანი მიმართავს სახის ნაოჭების გასასწორებლად ან ყვრიმალების და ტუჩების ფორმის გასაუმჯობესებლად. ჩი ამბობს, რომ გვერდითი ეფექტი და რეაქცია ორგანიზმის იმუნური პასუხი ვაქცინაზე.

“თქვენი იმუნური სისტემა, რომელიც ანთებას იწვევს, აქტივიზირდება, როცა ვაქცინას იღებთ. ის ასეც უნდა მუშაობდეს – ის იმუნურ პასუხს იძლევა კონკრეტულ ადგილებზე, სადაც თქვენი ორგანიზმისთვის  უცხო სუბსტანციას აღმოაჩენს. “

FDA–ს ინფორმაციით ეს არ შეუშლის ხელს კოსმეტიკური ფილერების მქონე ადამიანებს ვაქცინა მიიღონ, და ყველა რეაქცია დერმის შემავსებლებზე სამდიცინო პერსონალის მიერ ადვილად აღმოიფხვრება.