TIK TOK ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვების გამო $5.7 მლნ-ით დააჯარიმეს

პოპულარული ჩინური სოციალური ქსელი TikTok 13 წლამდე ბავშვების პირადი მონაცემების ( ვინაობა, ელექტრონული ფოსტა, ადგილმდებარეობა)   უკანონო შეგროვების გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში $5.7 მილიონით დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას   CNN-ი ავრცელებს. 

როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის ვაჭრობის ფედერალურმა კომისიამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია, რომ  ბავშვთა პირადი მონაცემების შეგროვების გამოძიების ფარგლებში დგინდება, რომ  TikTok ისეთ ინფორმაციას ინახავდა, როგორიცაა ბავშვების სახელები, მათი ელექტრონული მისამართები და ადგილმდებარეობა.

Tik-Tok-ს  მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნახევარი მილიარდი მომხმარებელი ჰყავს. შარშან აგვისტოში, Musical.ly ჩინურმა კომპანიამ Bytedance-მა 2017 წელს იყიდა და TikTok-ს შეუერთა. მისი ღირებულება $75 მილიარდს აღწევს.