UFC-ს მებრძოლი მერაბ დვალიშვილი გაყინულ მდინარეში გადახტა და თავი გაიტეხა (ვიდეო)

UFC-ს ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა თავი გაიტეხა. მან ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ხტება იგი გაყინულ მდინარეში.

“მეგონა თოვლიან წყალში ვხტებოდი, მაგრამ ბასრი ყინული დამხვდა”- წერს დვალიშვილი ვიდეოს აღწერაში.

მას საჭირო სამედიცინო პროცედურები უკვე ჩაუტარდა და თავს კარგად გრძნობს.