ქართული ოცნების ლიდერები “არასერიოზულს” უწოდებენ ნაციონალური მოძრაობის მიერ 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერას.
“ამბობდნენ, არ მოვაწერთო და მოაწერეს, ვამბობდით, მოუწევთ მოწერაო და მოაწერეს. საბოლოო ჯამში, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს პოლიტიკაც აღარ არის, პოლიტიკის პაროდიაა, არასერიოზულობის პიკია, აგონიაა, რაც ნაციონალურ მოძრაობაში ხდება იქიდან გამომდინარე, რომ საკუთარი ამომრჩევლების ყურადღებას ვერანაირად ვერ იპყრობენ. ისინი ცდილობენ, რაღაც თემები გამოიგონონ,”– ამბობს შალვა პაპუაშვილი რუსთავი 2-თან ინტერვიუში.
“ეს არის პოლიტიკური უმწიფრობის კიდევ ერთი დადასტურება და ქართული საზოგადოების კიდევ ერთხელ დაცინვა, როდესაც ენმ ხელს აწერს უკვე არარსებულ დოკუმენტს. ამაზე მეტი არასერიოზულობა და ბავშვურობა პოლიტიკაში, მე მგონი, არ არსებობს. მათ დააგვიანეს როგორც პარლამენტში შემოსვლა, ისე ხელის მოწერაც”, – ამბობს ნიკოლოზ სამხარაძემ.
დღეს ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ხელს აწერენ 19 აპრილის შეთანხმებას, რათა “არ ახდეს ქართული ოცნების ოცნება და დასავლელი პარტნიორები ამ არასაიმედო ხელისუფლების გამო არ დისტანცირდნენ ქართველი ხალხისგან, რაც საბოლოოდ მხოლოდ ქვეყანას და ქართველ ხალხს დააზიანებს”.