ნაციონალური მოძრაობა 19 აპრილის შეთანხმებას ხელს აწერს

ნიკა მელიას განცხადებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უერთდება შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმებას.

“ჩვენ ნაციონალური მოძრაობა 19 აპრილის შეთანხმებას ხელს ვაწერთ, რითიც ვაცხადებთ ჩვენს მზადყოფნას და ხაზს ვუსვამთ ჩვენს რწმენას, რომ სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებთან ერთად გავიმარჯვოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმში. ნაციონალური მოძრაობა ხელს ვაწერთ, რომ არ ახდეს ქართული ოცნების ოცნება და დასავლელი პარტნიორები ამ არასაიმედო ხელისუფლების გამო არ დისტანცირდნენ ქართველი ხალხისგან, რაც საბოლოოდ მხოლოდ ქვეყანას და ქართველ ხალხს დააზიანებს.

ასე უფრო გავიმარჯვებთ და შევინარჩუნებთ ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციურ არჩევანს, იყოს დასავლური ოჯახის წევრი. გავიმარჯვებთ და ავაშენებთ განვითარებულ, მდიდარ, დემოკრატიულ საქართველოს”,– თქვა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, აღნიშნული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა ქართულმა ოცნებამ და უარს ამბობს მისი პირობების შესრულებაზე.