რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი ანექსიის პოლიტიკას–სამოქალაქო საზოგადოების წერილი საერთაშორისო პარტნიორებს

spot_imgspot_img

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს.

ყოფილი მინისტრები, დიპლომატები, სხვადასხვა პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები და ექსპერტები მიმართავენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს – გაერთიანებული ერების ორგანიზაციას (UN), ევროპის კავშირს (EU), ევროპის კავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM), ეუთო-ს(OSCE), ნატო-ს (NATO).

წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გმობენ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის განგრძობით პროცესს. წერილში ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედებების დინამიკა პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს და სტაბილურობას რეგიონში.

„2026 წლის 9 მაისს მოსკოვში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინსა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტ ალან გაგლოევს მიერ ხელმოწერილი „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ ე.წ შეთანხმება, წარმოადგენს ფაქტობრივი ანექსიის ახალ განზომილებას, რომელიც ადგილზე მოქმედი რეჟიმის სისტემაში ე.წ. პოლიტიკურ თანამდებობებზე საკუთარი მოქალაქეების დანიშვნის უფლებას აძლევს, ქმნის უძრავი ქონებისა და რესურსების რუსეთის მოქალაქეებისათვის საკუთრებაში გადაცემის “სამართლებრივ“ საფუძვლებს და აღრმავებს ოკუპირებული ცხინვალის სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული სისტემების ფუნქციურ ინტეგრაციას რუსეთის ფედერაციაში. რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნის მარატ კამბოლოვის დანიშვნა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერად და მისთვის მართვის სადავეების გადაბარება საკადრო ცვლილებების გზით წარმოადგენს ადგილობრივი მარიონეტული მმართველობის ფორმალური ნიშნების გაუქმებას და ოკუპირებული რეგიონის პირდაპირ, ღია გადასვლას რუსეთის ფედერაციის მმართველობის ქვეშ.

ანექსიური პროცესები ძლიერდება, ასევე, ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც რუსეთთან საკანონმდებლო “ჰარმონიზაციითა“ და უძრავი ქონების ბაზრის რუსული კაპიტალისთვის გახსნით მოსკოვი ახდენს რეგიონის “სამართლებრივ” და ეკონომიკურ შთანთქმას. პროცესების ყოვლისმომცველ კოორდინაციას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უმაღლესი ეშელონებიდან პირადად მოსკოველი კურატორი – სერგეი კირიენკო ხელმძღვანელობს. განსაკუთრებით საგანგაშოა ოჩამჩირის პორტის გადაქცევა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო პლაცდარმად და თბილისის მიმართ გაჟღერებული მუქარები, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის შავი ზღვის უსაფრთხოებას.

ხსენებული პროცესები მიმდინარეობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიისა და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენის შესუსტების ფონზე. არსებობს მაღალი რისკი, რომ მოსკოვმა საკუთარი შემცირებული გავლენის კომპენსირების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გამოიყენოს.

მოსკოვის მოთხოვნა თბილისთან ე.წ. „ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების“ ხელმოწერის არა კონფლიქტის რეალურ მხარესთან – რუსეთთან, არამედ ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან, წარმოადგენს საქართველოს მთელი ტერიტორიის რუსეთის გავლენის სფეროდ დამკვიდრების ნიადაგის შემზადებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ცალმხრივად, მათ შორის საერთაშორისო დონეზე არაერთხელ აქვს აღებული ძალის არგამოყენების ვალდებულება, რაც მსგავსი მოთხოვნების პოლიტიკურ და პროვოკაციულ ხასიათს ააშკარავებს”, – აღნიშნულია მიმართვაში.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოუწოდებენ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ სახელმწიფოებს:

კვლავაც მტკიცედ დაადასტურონ მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში;

საერთაშორისო დონეზე დაგმონ რუსეთის აგრესიული რიტორიკა და ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯები;

განიხილონ მიზნობრივი სანქციების დაწესება იმ პირთა მიმართ, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო ანექსიურ და მილიტარისტულ პროცესებში;

კიდევ უფრო განამტკიცონ ოკუპირებული რეგიონების მიმართ ე.წ დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკა.

გააძლიერონ მხარდაჭერა საქართველოს სამოქალაქო მედეგობისა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე რეაგირების შესაძლებლობების განვითარებისათვის.

მიმართვის ავტორებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს პარტნიორების დროული და კოორდინირებული მოქმედება აუცილებელია, რათა რუსეთმა გადაიხადოს მაღალი პოლიტიკური და ეკონომიკური ფასი მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიის, ეთნიკური წმენდისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევების გამო.

ასევე, წერილის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება რჩება დეოკუპაციის, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის ერთგული.

ინფორმაციისთვის, მიმართვა ღიაა შემდგომი მიერთებისთვის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის.

მიმართვის ხელმომწერები არიან:

თეონა აქუბარდია (საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე 2014-2018 წწ, პარლამენტის წევრი 2020-2024 წწ);

მალხაზ მიქელაძე (საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი) ;

თინა ხიდაშელი (საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2015-16 წწ, „სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარე);

დავით სიხარულიძე (საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი 2008-2009 წლებში);

გიორგი მუჩაიძე (საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი);

მიხეილ დარჩიაშვილი (საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე 2013-2014წწ);

თეიმურაზ კეკელიძე (საქართველოს ელჩი კვიპროსის რესპუბლიკაში 2020-2023 წწ)

შალვა ლომიძე (საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი 2021-2024 წწ;)

გიორგი ბილანიშვილი (სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი) ;

ნინო გორგოძე (საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი);

მაია გოგიბერიძე (საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი);

კარლო ცქიტიშვილი (საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი);

გიგი გიგიაძე (ეკონომიკური კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი);

ნოდარ ხარშილაძე (საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი);

მიხეილ უკლება (საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი);

მერაბ ანთაძე (საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი);

ზურაბ ერისთავი (საქართველოს ელჩი იორდანიის ჰაშემიანთა სამეფოში 2009-2013 და მექსიკის შეერთებულ შტატებში 2015-2020);

გიორგი მელაშვილი ( ევროპულ-ქართული ინსტიტუტის თავმჯდომარე);

ნიკოლოზ ვაშაკიძე ( საგარეო საქმეთა მინისტრის და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე) ;

გელა სეხნიაშვილი (საქართველოს ყოფილი ელჩი არგენტინაში);

გიორგი ჩხეიძე (საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი);

დავით ნარდაია (საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი);

ელგუჯა ხოკრიშვილი (დემოკრატიის, გეოპოლიტიკისა და მედეგობის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი);

ნატო ბაჩიაშვილი (გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი);

მერაბ ვაშაკიძე (საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი);

ზვიად (სანდრო) ჭუმბურიძე (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი);

გიორგი ყარალაშვილი (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი);

ირაკლი ლაითაძე (ილიაუნის პროფესორი);

ნიკოლოზ რთველიაშვილი (საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი)

დავით დონდუა (ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი);

ვალერი ჩეჩელაშვილი (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, BSEC-ის ყოფილი გენერალური მდივანი 2000-2004, ფინანსთა ყოფილი მინისტრი 2005);

დავით ბუჯიაშვილი (საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი);

გიორგი ყველაშვილი (საგანგებო და სრულუფლებიან დესპანი);

გრიგოლ მაგრაქველიძე (დიპლომატი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი);

გელა ბეჟუაშვილი (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი – 2004, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი – 2005-2008);

მარიკა რაქვიაშვილი (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი);

თენგიზ ფხალაძე (საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი – საგარეო ურთიერთობათა ყოფილი მდივანი 2014-2018);

ნიკოლოზ ქავთარაძე (სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი);

პაატა დავითაია (საქართველოს პარლამენტის აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი კომისიის თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – 2008-2012წწ) ;

ივანე მაჭავარიანი (საქართველოს ყოფილი ელჩი იაპონიაში – 2006-2009; საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა ყოფილი მდივანი – 2013-2015; უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი – 2015-2018);

გიორგი ბადრიძე (საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, უფროსი მკვლევარი, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდი);

ვახტანგ კაპანაძე ( (თადარიგის გენერალ მაიორი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი 2005-2006 და 2012-2016 წწ);

ვლადიმერ ჩაჩიბაია (თადარიგის გენერალ ლეიტენანტი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეთაური 2016-2020წწ და პარლამენტის ყოფილი წევრი 2020-2024წწ);

გოჩა ჯავახიშვილი (საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში);

ელენე მარჩილაშვილი (ყოფილი დიპლომატი);

არჩილ გეგეშიძე (საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი);

ტარიელ ლებანიძე (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი);

მანუჩარ წოწონავა (საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი);

კონსტანტინე გაბაშვილი (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე);

თემურ იაკობაშვილი (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი);

ზურაბ ჭიაბერაშვილი (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თბილისის ყოფილი მერი);

ეკა აკობია (პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი);

სერგი კაპანაძე (პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი);

საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება DSG (აერთიანებს 40-ზე მეტ ყოფილ დიპლომატს);

ნუკრი ნოდია (მოძრაობა აფხაზეთისთვისთვის);

დავით კაპანაძე (ჟენევაში გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს წარმომადგენლობის ყოფილი უფროსი მრჩეველი);

მამუკა გამყრელიძე (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი).

spot_imgspot_img

პოპულარული

შსს–მ ჩინეთის 2 მოქალაქე დააკავა, რომლებმაც თვითმფრინავის ბორტზე 2 მგზავრს თანხა მოპარეს

სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს.შსს–ს...

მოლდოვამ მის ტერიტორიაზე დრონის ჩამოვარდნის შემდეგ რუსეთიდან ელჩი გამოიწვია

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ქვეყნის ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია....

ირანი გეგმავს 15 000 კილომეტრის სიშორის ბალისტიკური რაკეტის შექმნას, რომელსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლია

ირანის უზენაესი ლიდერის წარმომადგენელმა, აბდულ-ნაბი მუსავი ფარდმა, პარასკევის ლოცვის...

კობახიძის განცხადების გამო ცხინვალის რეჟიმი აგრესიაში დამნაშავედ ქართული სახელმწიფოს გამოცხადებას მოითხოვს

ცხინვალის რეჟიმი თვლის, რომ საქართველომ კობახიძის სახით აღიარა სააკაშვილი...

აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე საქართველოს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის...

რა ინფორმაციას ავრცელებს შსს 2014 წელს გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმეზე

2014 წელს გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ...
spot_img

ყველა ამბავი

რომან გოცირიძე: ფხაზეთში საწვავის შეტანა საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების ორგანიზებით მოხდა

ვისოლი, გალფი, სოკარი, რომპეტროლი, ლუკოილი-აქედან ერთ-ერთი არის ის კომპანია, რომელმაც ოკუპანტებს დახმარების ხელი გაუწოდა. გუშინ სოჭში საწვავზე 15 საათიანი...

6 კითხვა ირაკლი კობახიძეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აფხაზეთში საწვავის შეტანის დეტალების გასაჯაროებას ითხოვს.პარტიის წევრმა შალვა კერესელიძემ ირაკლი კობახიძეს ამ საკითხზე სადეპუტატო შეკითხვით მიმართა.კობახიძესთან...

„ტროლები“ ირაკლი კობახიძის მხარდასაჭერად

230 „ტროლი“, რომელიც ირაკლი კობახიძის განცხადებებს „ალაიქებდა“ „მითების დეტექტორმა“ გამოავლინა.ამ ყალბი ანგარიშებით სოციალურ ქსელში კობახიძის იმ განცხადებებს იწონებდნენ, რომელიც...

პუტინი ჯავშანმატარებლით გადაადგილდება და მოსკოვში „ყალბ“ კორტეჟებს დაატარებს, რათა უკრაინულ დრონებს დაემალოს, — NYT

The New York Times წერს, რომ კრემლის ბინადრის პარანოია ახალ დონეზე გადავიდა. ახლა პუტინი უპირატესობას ანიჭებს საიდუმლო ჯავშანმატარებელს, რომელიც...

გლოვოს კურიერზე თავდასხმისთვის კიდევ 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი...

რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა 50 კომპანიის გატეხვის შესახებ განაცხადეს

ჰაკერულმა დაჯგუფება Cl0p-მა, რომელსაც მედიაში რუსეთთან აკავშირებენ, განაცხადა, რომ თითქმის 50 გლობალური კომპანიის ინფორმაცია მოიპარა. მათ შორის არიან Philips,...

ნოვოროსიისკის სამივე მარცვლეულის ტერმინალის მუშაობა შეჩერებულია

ნოვოროსიისკის პორტის მარცვლეულის ტერმინალმა КСК–მ თანამშრომლებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ოპერაციების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა. მანამდე დრონებით თავდასხმების...

შამანი, რომელიც კრემლიდან პუტინის „განდევნას“ გეგმავდა, სასამართლომ ისევ ფსიქიატრიულში დატოვა

იაკუტიის სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება ცნობილი იაკუტელი შამანის, ალექსანდრ გაბიშევის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადის გაგრძელების შესახებ.სასამართლო კოლეგიამ უარი თქვა...

გერმანიის ახალი ელჩი: არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან

არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან - გერამანიის ახალი ელჩის ბარბარა ფოსის კომენტარს საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.„არსებული...

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი შპს „სოლიდუსმა“ შეიტანა

ოკუპირებულ აფხაზეთს საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ მიაწოდა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ საწვავის მიწოდება „სპეციალური...

პუტინის ვიზიტი სადაო კუნძულზე და მედვედევი: იაპონიის პრემიერის ყბედობა არაფერს შეცვლის

„იაპონიის პრემიერის ყბედობა არაფერს შეცვლის, კურილის კუნძულები იყო, არის და იქნება რუსეთის ტერიტორია“ - ეს განცხადება რუსეთის უშიშროების საბჭოს...

რატომაა იდუმალებით მოცული აფხაზეთში საწვავის შეტანის დეტალები – კითხვები, რომლებზეც პასუხი „ოცნებას“ ჯერ არ გაუცია

ვინ, როგორ და რა გზით, რა მიზნითა და დანიშნულებით შეიტანა საწავავი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში.ხელისუფლების ოპონენტები...