ვოლოდიმირ ზელენსკი:გასულ ღამეს ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა სანქციებმა რუსეთის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მიაღწია

spot_imgspot_img

უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის მორიგ შეტევებს ეხმაურება და წერს:

“ჩვენმა მეომრებმა უკრაინის კონსტიტუციის დღე დიდი სიზუსტით დაიწყეს. გასულ ღამეს ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა სანქციებმა რუსეთის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მიაღწია.

დარტყმა განხორციელდა კრასნოდარის მხარეში მდებარე სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე — ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 300 კილომეტრში. ასევე მივწვდით იაროსლავლის ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასაც, რომელიც ჩვენი საზღვრიდან დაახლოებით 700 კილომეტრშია.

ჩვენ ვაგრძელებთ ოპერაციებს, რომლებიც რუსეთის ომის წარმოების უნარს ასუსტებს. ყოველი ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი სანქცია ნიშნავს ნაკლებ რესურსს რუსეთის სამხედრო მანქანისთვის და კიდევ ერთ ნაბიჯს მშვიდობისკენ.

ჩვენ გავაგრძელებთ პასუხს რუსულ ტერორზე. მადლობას ვუხდი ჩვენს მეომრებს ამ შედეგებისთვის. მადლობელი ვარ ყველას, ვინც გვეხმარება. ყველა, ვინც უკრაინას იცავს, კონსტიტუციის ძალასაც იცავს.“

კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა დაადასტურა დრონებით თავდასხმა სლავიანსკ-ნა-კუბანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. მისი ცნობით, ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზი და გაზსადენი.

გუბერნატორის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი. დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა რამდენიმე კერძო სახლიც. კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა, რომელსაც დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

OSINT-ანალიზზე დაყრდნობით, Telegram-არხები Astra და Ateo Breaking წერენ, რომ თავდასხმის სამიზნე სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გახდა.

„სლავიანსკ-ეკო“, იგივე სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი დამოუკიდებელი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა. მისი წლიური სიმძლავრე დაახლოებით 4-5 მილიონი ტონა ნედლეულია. ქარხანა სამხრეთის ფედერალურ ოლქში ნავთობის გადამუშავების დაახლოებით 9%-ს უზრუნველყოფს და შავი ზღვის პორტების გავლით ნავთობპროდუქტების მსხვილ ექსპორტიორებს შორისაა.

სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინული თავდასხმების სამიზნე ადრეც გამხდარა.

ბოლო პერიოდში უკრაინა აქტიურად უტევს რუსეთის სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებს, მათ შორის უკრაინის საზღვრიდან მოშორებულ რეგიონებშიც. 25 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაამტკიცა უსაფრთხოების სამსახურის 40-დღიანი ოპერაცია, რომლის მიზანიც „აგრესორ სახელმწიფოზე ზეწოლა და ომის შეწყვეტისკენ იძულებაა“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 28 ივნისის დილით განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, ანექსირებულ ყირიმში, ასევე აზოვისა და შავი ზღვების აკვატორიებზე, 213 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

spot_imgspot_img

პოპულარული

გერმანელი გენერალი: რუსეთი NATO-ს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აფართოებს

რუსეთი ჰიბრიდულ ომს აფართოებს და ევროპაში სულ უფრო მეტ...

პენ საქართველო: პატიმრებისთვის გაგზავნილი წიგნები პოლიტიკურ ცენზურას ექვემდებარება

პენ საქართველო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში...

რუსული აგრესიის 18 წლისთავზე პოლონეთი ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს

პოლონეთი რუსეთის 2008 წლის რუსული აგრესიის 18 წლისთავზე საქართველოს...

კობახიძემ „დიპ-სტეიტის“ ახალი „გეგმა“ გაშიფრა, რომელიც რუს ტურისტებს უკავშირდება

ირაკლი კობახიძის განცხადებით „დიპ-სტეიტის“ ახალი გეგმის თანახმად, მათმა ადგილობრივმა...

ტრამპის გოლფ-კლუბის თავზე ორი თვითმფრინავი სამხედრო ავიაგამანადგურებლებმა შეაჩერეს და ზონიდან გაყვანეს

ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის გაერთიანებული სარდლობის (NORAD) F-16 ტიპის...

კრიზისი სოხუმში და პასუხი თბილისიდან: როგორ შევიდა ქართული საწვავი ოკუპირებულ აფხაზეთში

ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ ოკუპიტებულ აფხაზეთში საწვავი საქართველოს ხელისუფლების...
spot_img

ყველა ამბავი

შამანი, რომელიც კრემლიდან პუტინის „განდევნას“ გეგმავდა, სასამართლომ ისევ ფსიქიატრიულში დატოვა

იაკუტიის სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება ცნობილი იაკუტელი შამანის, ალექსანდრ გაბიშევის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადის გაგრძელების შესახებ.სასამართლო კოლეგიამ უარი თქვა...

გერმანიის ახალი ელჩი: არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან

არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან - გერამანიის ახალი ელჩის ბარბარა ფოსის კომენტარს საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.„არსებული...

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი შპს „სოლიდუსმა“ შეიტანა

ოკუპირებულ აფხაზეთს საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ მიაწოდა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ საწვავის მიწოდება „სპეციალური...

პუტინის ვიზიტი სადაო კუნძულზე და მედვედევი: იაპონიის პრემიერის ყბედობა არაფერს შეცვლის

„იაპონიის პრემიერის ყბედობა არაფერს შეცვლის, კურილის კუნძულები იყო, არის და იქნება რუსეთის ტერიტორია“ - ეს განცხადება რუსეთის უშიშროების საბჭოს...

რატომაა იდუმალებით მოცული აფხაზეთში საწვავის შეტანის დეტალები – კითხვები, რომლებზეც პასუხი „ოცნებას“ ჯერ არ გაუცია

ვინ, როგორ და რა გზით, რა მიზნითა და დანიშნულებით შეიტანა საწავავი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში.ხელისუფლების ოპონენტები...

„ქოცხროვა“ ამზადებს დიდ ღალატს – გეორგიევსკის ტრაქტატის“ მოხმობით ამზადებენ ქართული სახელმწიფოს გაუქმებას

„ქოცხროვა“ ამზადებს დიდ ღალატს - „გეორგიევსკის ტრაქტატის“ მოხმობით ამზადებენ ქართული სახელმწიფოს გაუქმებას - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოპციალურ ქსელში...

ტრამპს Truth Social-ზე პოსტების მონეტიზაციის გამო უჩივლეს

ამერიკულმა საინფორმაციო გამოცემა The Intercept-მა და არაკომერციულმა ორგანიზაცია Freedom of the Press Foundation-მა (FPF) აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სასამართლოში...

გერმანელი გენერალი: რუსეთი NATO-ს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აფართოებს

რუსეთი ჰიბრიდულ ომს აფართოებს და ევროპაში სულ უფრო მეტ ოპერაციას ატარებს მთავრობებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დესტაბილიზაციის მიზნით, — მიიჩნევს...

როგორ იქცა დღე ღამედ: მზის დაბნელება ევროპაში

მზის სრული დაბნელება, რომელიც 2026 წლის 12 აგვისტოს მოხდა, XXI საუკუნის პირველი სრული დაბნელება იყო ევროპის უდიდესი ნაწილისთვის. ამ...

გომის მთაზე მიკროავტობუსი ტურისტებით ხრამში გადავარდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

ამ დროისთვის შსს ადასტურუებს 4 ადამიანის გარდაცვალებას გომისმთაზე მომხდარი ავარიის შედეგად. 12 აგვისტოს, საღამოს საათებში გურიაში, გომისმთის გზაზე ხრამში...

სოხუმის რეჟიმი: გადავწყვიტეთ, ხელი არ შევუშალოთ საქართველოდან საწვავის შემოტანას

„აფხაზეთის ხელისუფლება არ შეუშლის ხელს საქართველოდან საწვავის შემოტანას“ — ამის შესახებ სააგენტო „აფსნიპრესს“ ე.წ. აფხაზეთის მთავრობაში განუცხადეს მას შემდეგ,...

კობახიძე: „გეორგიევსკის ტრაქტატმა“ ქვეყანა გადაარჩინა, ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ, სამწუხაროდ, სხვანაირად განვითარდა მოვლენები

ერეკლე მეორის მიერ ხელმოწერილმა „გეორგიევსკის ტრაქტატმა“ ქვეყანა გადაარჩინა. სანამ ერეკლე მეორე ცოცხალი იყო, შეთანხმება სრულდებოდა. მიხეილ სააკაშვილის ლიდერობის პირობებში...