ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1400-ს გადააჭარბა

spot_imgspot_img

ვენესუელაში დამანგრეველი ორმაგი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1430-მდე გაიზარდა. ქვეყნის ხელისუფლების ცნობით, დაკარგულად ითვლება სულ მცირე 68 900 ადამიანი. ამის შესახებ Associated Press ვენესუელის მთავრობაზე დაყრდნობით წერს.

სპეციალისტების შეფასებით, გადარჩენილების პოვნისთვის გადამწყვეტად პირველ 48–72 საათს მიიჩნევენ, თუმცა ეს ვადა შეიძლება გაიზარდოს, თუ ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს საკვებსა და წყალზე წვდომა აქვთ.

ყველაზე მეტად დაზარალებულ ლა-გუაირას შტატში უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მაშველების დასახმარებლად 14 000-ზე მეტი სამხედრო და პოლიციელია გაგზავნილი. ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, დელსი როდრიგესის განცხადებით, სხვა შტატებიდან ლა-გუაირაში მიმავალი ყველა გზა ჩაკეტილია.

AP-ის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობაში უკმაყოფილება იზრდება. ისინი ხელისუფლების რეაგირებას არასაკმარისად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ მაშველები, არმია და პოლიცია ასეთი მასშტაბის კატასტროფისთვის მზად არ აღმოჩნდნენ. ლა-გუაირაში ზოგიერთ ადგილობრივს ნანგრევების გაწმენდა შიშველი ხელებითა და ნიჩბებით უწევდა, რათა ახლობლების გადარჩენა ეცადა.

ვენესუელაში საერთაშორისო დახმარებაც იზრდება. მთავრობის მონაცემებით, ქვეყანაში უკვე ჩავიდა სულ მცირე 17 რეისი სხვადასხვა ქვეყნიდან მაშველებით, სპეციალური ტექნიკითა და სამძებრო ძაღლებით. 27 ივნისის ღამით კარაკასის აეროპორტში დაეშვა გერმანიის ტექნიკური დახმარების სამსახურის — THW-ის — 48-კაციანი გუნდის თვითმფრინავიც.

ორი ძლიერი მიწისძვრა — 7.2 და 7.5 მაგნიტუდის — ვენესუელის ჩრდილოეთ ნაწილში 24 ივნისს, ერთმანეთისგან მხოლოდ 39 წამის ინტერვალით მოხდა. ეს ქვეყნისთვის ბოლო 125 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრები იყო.

განსაკუთრებით დაზარალდა ლა-გუაირას შტატი, რომელიც დედაქალაქ კარაკასის ჩრდილოეთით მდებარეობს. სწორედ აქ არის ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტი და ვენესუელის უმსხვილესი საზღვაო პორტი. ხელისუფლებამ მიწისძვრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

აშშ-ის ცუნამის გაფრთხილების ეროვნულმა ცენტრმა მომხდარს „სეისმური დუპლეტი“ უწოდა — ეს არის მოვლენა, როდესაც ერთსა და იმავე ზონაში დიდი მაგნიტუდის ორი მიწისძვრა რამდენიმე წამის სხვაობით ხდება.

spot_imgspot_img

პოპულარული

გიორგი ბურჯანაძე: პატიმართა რაოდენობა საქართველოში 18 თვეში 43%-ით გაიზარდა

18 თვეში პატიმართა რაოდენობა საქართველოში 43%-ით არის გაზრდილი, -...

ზელენსკი სერბეთშია. ვიზიტის პირველი საღამო ვუჩიჩთან ერთად ვაშხშამს დაეთმო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სერბეთში...

Reuters:აშშ-მა ირანთან ომში შორი მოქმედების რაკეტების მარაგი თითქმის ამოწურა

Reuters-ის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა ირანთან ომის დროს სახმელეთო ბაზირების...

სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 2 წლის შემდეგ დაიწყო

2  წლის შემდეგ, სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება...

გიორგი ბარამიძის განცხადების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

იაგო ხვიჩიასთან ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის...

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთთან განვითარების ხელშეწყობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს აფხაზეთთან სამთავრობათაშორისო...
spot_img

ყველა ამბავი

რატომ გვიანდება ინფრასტრუქტურული პროექტები წლობით?

 რასთან გვაქვს საქმე, როცა პროექტის შესრულება დათქმულ ვადას ოთხი წლით სცდება? ცუდ დაგეგმვასთან? არაეფექტურ მონიტორინგთან? უხარისხო შესრულებასთან? თუ სამივესთან...

მოლდოვამ მის ტერიტორიაზე დრონის ჩამოვარდნის შემდეგ რუსეთიდან ელჩი გამოიწვია

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ქვეყნის ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია. ამის შესახებ უწყების პრესსამსახურმა ორშაბათს, 10 აგვისტოს, Telegram-ზე განაცხადა. საგარეო საქმეთა...

რატომ იზრდება ირანული კომპანიების რაოდენობა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ირანული ინვესტიციების მოცულობა?

8 აგვისტოს აშშ-ის მიერ საქართველოში რეგისტრირებული კრიპტოკომპანიის დასანქცირების შემდეგ „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC)საქართველოში რეგისტრირებულ ირანულ კომპანიებზე ინფორმაციას ავრცელებს....

გეგელია კობახიძეზე: ეს არის წინასწარ გაცხადებული საბოტაჟის ქრონიკა. პრემიერი ერის წინააღმდეგ

ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ. სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია - ასე...

ირაკლი კირცხალია: “სუხიშვილები”, ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე გარე ინტერესებს ემსახურებიან

„ქართული ოცნება“ უკვე რამდენიმე დღეა „რუსოფობიისა“ და „რუსოფობების“ თემას ვრცელ მიმოხილვებს უძღვნის. ირაკლი კობახიძის შემდეგ ვრცელ სტატუსს, სოციალურ ქსელში,...

კალაძის განმარტება რუს ბლოგერთან ინტერვიუზე, რომელშიც მან რუსი ტურისტები საქართველოში დაპატიჟა

კახა კალაძე პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ რუს ბლოგერს ინტერვიუ მისცა, რომელშიც რუსი ტურისტები საქართველოში დაპატიჟა და ურჩია, რომელი...

რა ინფორმაციას ავრცელებს შსს 2014 წელს გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმეზე

2014 წელს გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ შსს ინფორმაციას ავრცელებს.„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, 2014 წელს, დუშეთის...

ტრამპის გოლფ-კლუბის თავზე ორი თვითმფრინავი სამხედრო ავიაგამანადგურებლებმა შეაჩერეს და ზონიდან გაყვანეს

ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის გაერთიანებული სარდლობის (NORAD) F-16 ტიპის გამანადგურებლებმა 9 აგვისტოს ორი სამოქალაქო თვითმფრინავი გააჩერეს, რომლებმაც ნიუ-ჯერსის შტატში,...

შსს–მ ჩინეთის 2 მოქალაქე დააკავა, რომლებმაც თვითმფრინავის ბორტზე 2 მგზავრს თანხა მოპარეს

სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს.შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია:„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის...

კობახიძის განცხადების გამო ცხინვალის რეჟიმი აგრესიაში დამნაშავედ ქართული სახელმწიფოს გამოცხადებას მოითხოვს

ცხინვალის რეჟიმი თვლის, რომ საქართველომ კობახიძის სახით აღიარა სააკაშვილი დამნაშავედ აგრესიაში, შესაბამისად, პასუხისმგებლობა ქვეყანას უნდა დაეკისროსრუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალი...

რუსეთში დრონების მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელები დააკავეს. წარსულში ამ კომპანიის დრონები პუტინსაც წარუდგინეს

მოსკოვის კუზმინსკის რაიონულმა სასამართლომ  უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი კომპანია „დრონ სოლუშნსის“ მოქმედი გენერალური დირექტორი ვიაჩესლავ ბარბასოვი და მისი წინამორბედი...

1.1 მილიარდი კინოგაქირავებიდან:„ოდისეა“ კრისტოფერ ნოლანის კარიერაში ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა

კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის, „ოდისეას“ მსოფლიო კინოგაქირავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 1,1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რის შედეგადაც ის რეჟისორის კარიერაში ყველაზე...