არა – ჯაფარიძე კითხვაზე, შევიდოდა თუ არა უბარიერო სისტემის კენჭისყრაზე პარლამენტში

გირჩი – მეტი თავისუფლებას ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ თუ ქართული ოცნება უბარიერო პროპორციულ არჩევნებს დაარეგისტრირებს, კენჭისყრაზე პარლამენტში არ მივა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ერთჯერადად მაინც შევიდოდა თუ არა კანონპროექტის მხარდასაჭერად, ჯაფარიძე პასუხობს:

“არა, მე ამ პარლამენტში არ შევდივარ. თვე–ნახევრის წინ განცხადება დავწერე, მანდატზე ვთქვი უარი და შესაბამისად, ამ მოწვევის პარლამენტთან ჩემი ურთიერთობა ამით დავასრულე. მიუხედავად იმისა, ამის შემდეგ კობახიძეები რას უყრიან კენჭს და სად დამავალებენ მე მუშაობას, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მე დავამთავრე ეს პროცესი. მე ამ პარლამენტში არ მივალ არცერთ შემთხვევაში, მანდატი აღარ მაქვს, ფორმალურად მაქვს, მაგრამ ეგ არაფერს არ ნიშნავს, სრული სერიოზულობით ვთქვი უარი და გამოვხატე ჩემი ნება”,– თქვა ჯაფარიძემ ტვ პირველის ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ ქართულ ოცნებას ჰქონდა დრო, რომ დათმობაზე წასულიყვნენ, მაგრამ ეს დრო “გამაზეს”.

ცნობისთვის, გუშინ რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება ოპოზიციას შესთავაზებს უბარიერო პროპორციული სისტემას და დაარეგისტრირებს ამ კანონპროექტს, რესპუბლიკური პარტია მზად არის, ამ კანონპროექტის კენჭისყრაზე პარლამენტში შევიდეს და მას მხარი დაუჭიროს.

მისი თქმით, ამით ქართული ოცნების კედელთან მიყენებას აპირებენ.

2013 წელს ბერამ არასასურველი კომენტარისთვის ჯერონიმო და 4 მენტი მომიგზავნა – მუსიკოსი

" 2013 წელს ბერამ არასასურველი კომენტარისთვის ჯერონიმო და 4 მენტი მომიგზავნა "- ამის შესახებ...

ივანიშვილის რეზიდენციასთან სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა

ამ წუთებში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო,...

რას ყვება ყოფილი მიმტანი, რომელსაც ბერა ივანიშვილი და სუს-ის წარმომადგენლები Facebook სტატუსის გამო ემუქრებოდნენ

ყოფილი მიმტანი და ჟურნალისტი, ტატო ცეცხლაძე ტელეკომპანია "ფორმულასთან"საუბარში ყვება , რომ ბერა ივანიშვილზე სტატუსის...

გოგი წულაიამ პარტია “თავისუფალი საქართველო” დატოვა

პარტია “თავისუფალი საქართველო" გოგი წულაიამ დატოვა. წულაიამ დღეს პარლამენტის ყოფილ შენობასთან გამართულ ბრიფინგზე წასვლის მიზეზზე...

ლადო კახაძე აცხადებს, რომ ჩანაწერები არ უნახავს, რადგან TV პირველს არ უყურებს

ქართული ოცნების დეპუტატი, ლადო კახაძე აცხადებს, რომ გუშინ ტელეკომპანია "პირვეის" ეთერში გასული სიუჟეტი და...

უკვე მერამდენედ,იწყებენ მაგიდის ატრიალებას როცა შეთანხმება ახლოსაა – პაპუაშვილი ჩანაწერებზე

"უკვე მერამდენედ,იწყებენ მაგიდის ატრიალებას როცა შეთანხმება ახლოსაა" - ამის შესახებ,"ოცნების" დეპუტატი შალვა პაპუაშვილი სოციალურ...

„ქართული ოცნება“ იმ მდგომარეობაში არ არის, რომ ვინმეს „წითელი ხაზებით“ ესაუბროს – სერგო...

„ქართული ოცნება“ იმ მდგომარეობაში არ არის, რომ ვინმეს „წითელი ხაზებით“ ესაუბროს "- -ამის შესახებ...

ჩანაწერები რიგგარეშე არჩევნების საფუძველს წარმოადგენს – კახა ოქრიაშვილი

'' ჩანაწერები რიგგარეშე არჩევნების საფუძველს წარმოადგენს''- პარტია “პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერის კახა ოქრიაშვილის განცხადებით, 6...

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო