“ის ბრძოლა, რომელსაც რიონის ხეობის მოსახლეობა ეწევა, არის ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ბრძოლა, იმიტომ რომ ამ სიმართლეს აუცილებლად მიეტმასნებოდა ანგარებაც, რაღაც ინტერესებიც, ვიცით ჩვენ. მე როდესაც ვუყურე ამ ახალგაზრდა კაცს, ვინც ლიდერია, მის ოჯახს, დედამისს, მამამისს, მხოლოდ ვგულშემატკივრობ. ვცდილობ, ყველაფერში გავუგო და დავინახო, რა მძიმე მდგომარეობაში არის ის და მის გარშემო მდგომი ხალხი და რითიც შემიძლია დავეხმარო.
რახან მათ თქვეს, რომ ჩვენ გვინდა, ეს იყოს აპოლიტიკური პროტესტი და პოლიტიკოსები ნუ მოგვეკარებიან, ჩავთვალე, რომ არ უნდა დამემძიმებინა ჩემი იქ მისვლით და გვერდში დადგომით და სხვა ფორმები მოვნახე ამ პროექტის გაპროტესტებისა და მუშაობისა.”
განაცხადა პოლიტიკური მოძრაობა “ერის” დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ “უცნობის” გადაცემაში.