არ უნდა დავუშვათ, პუტინს გაუვიდეს საერთაშორისო წესრიგის ნაწილებად დახევა – ნაგაზი

“ის, რომ პრეზიდენტმა პუტინმა აარჩია ეს კვირა, როდესაც მთელი მსოფლიო იკრიბება გაერთიანებული ერების ოფისში, რათა ნავთი დაასხას იმ ცეცხლს, რომელიც მან გააჩინა, აჩვენებს გაეროს წესდების, გენერალური ასამბლეისა და უსაფრთხოების საბჭოს მიმართ მის მიუღებლობასა და ზიზღს. ის ნაწილებად ხევს იმ საერთაშორისო წესრიგის, რომლის შესანარჩუნებლად ჩვენ აქ ვიკრიბებით. არ უნდა დავუშვათ, რომ პრეზიდენტ პუტინს ეს გაუვიდეს.”

განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას.