რატომ გააძევა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ივანიშვილის ხელისუფლებამ საქართველოდან აზერბაიჯანში

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც საკუთარ ქვეყყანაში პოლიტიკური დევნილია, დღეს დილით, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებით ქართულმა შსს–მ საქართველოდან აზერბაიჯანში გააძევა.

საქართველოში მცხოვრები ჟურნალისტი 4 აპრილის ღამეს პოლიციამ დააკავა – შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიზანი „საქმის დროულად განხილვა“ იყო. ამჯერად მას სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.

სადიგოვის წინააღმდეგ სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში წუხელვე დაინიშნა. მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა  გადაწყვეტილება დღეს გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე გამოაცხადა.

შსს-ს ცნობით, მოსამართლემ სადიგოვს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყანაში შემოსვლა სამი წლით აუკრძალა.შსს–მ კი სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე საათში აღასრულა.

სასამართლოს  გადაწყვეტილებასა და სადიგოვის დაკავებას საფუძვლად დაედო 1 აპრილს სოციალურ ქსელში აზერბაიჯანულ ენაზე გამოქვეყნებული ფეისბუკპოსტი, რომელშიც ეწერა:

„იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ“, – ამ პოსტს თან ერთოდა ვიდეოები, რომელშიც ქართველი პოლიციელებიც ჩანდნენ.

აფგან სადიგოვი ცოლსა და ორ არასრულწლოვან შვილთან, 10 და 15 წლის გოგოებთან ერთად, საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბერს ჩამოვიდნენ. მას შემდეგ თბილისში ცხოვრობდა და ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ.

სადიგოვი საექსტრადიციო მიზნით საქართველოში რამდენიმეთვიან პატიმრობაშიც იყო. ის ამ მიზნით 2024 წლის 4 აგვისტოს დააკავეს. წინასაექსტრადიციო პატიმრობას და სამშობლოში მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ის აზერბაიჯანიდან დაკვეთილ დევნად მიიჩნევდა და ციხეში ყოფნისას 141 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მან პროტესტის ეს ფორმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეცვალა.

სადიგოვის გადაცემას აზერბაიჯანული მხარე თითქმის ორი წლის განმავლობაში ითხოვდა. ადვოკატები ამბობდნენ, რომ ეს საფრთხის შემცველი იყო და ექსტრადიციის შესახებ საქართველოში მიღებული გადაწყვეტილებები სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც აღსრულების პროცესი შეაჩერა.

თუმცა, სტრასტურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად ოცნების ხელისუფლებამ სადიგოვი აზერბაიჯანში გააძევა, სადაც მას საფრთხე ემუქრება.

შსს განმარტავს, რომ ქართული მხარისთვის, რამდენიმე დღის წინ, ოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა, შესაბამისად, საქართველოშიც შეწყვეტილია ყოველგვარი საექსტრადიციო პროცედურები, თუმცა შსს დასძენს, რომ სადიგოვის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, სახდელის სახით, ჯარიმასთან ერთად, ითვალისწინებს საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას, შესაბამისად, აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა თავის წარმოშობის ქვეყანაში და მას დაუწესდა საქართველოში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა.

ოპოზიციური ალიანსი და  საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი აზერბაიჯანელის ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საქართველოდან სამშობლოში იძულებით დაბრუნებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევად მიიჩნევენ.

„ივანიშვილის რეჟიმი უარყოფს საერთაშორისო სამართალს და ადამიანის უფლებებს“, – დაწერა სოციალურ ქსელ X-ში სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.

ოპოზიციურ ალიანსს ჟურნალისტის საქართველოდან გაძევებას  „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის გადაწყვეტილებად და რეჟიმის პირად შურისიძებად თვლის იმის გამო, რომ სადიგოვის პოზიცია ივანიშვილის მიმართ კრიტიკულია.

აფგან სადიგოვის საქმეში ფორსირებულმა, რამდენიმე საათში ინიციირებულმა და გვიან ღამის საათებში ჩატარებულმა სასამართლო პროცესმა „ფორმალურ-სამართლებრივი“ ილუზიის შექმნა სცადა, რასაც ევროპული კონვენცია ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე თამარ ონიანი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება ჟურნალისტ აფგან სადიგოვის საქართველოდან აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილებას.

როგორ ონიანი აღნიშნავს, ვერანაირი სამართლებრივი სქემა, რომელიც მიზნად ისახავს სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გვერდის ავლას და „კანონიერების ილუზიის“ შექმნას, ვერ გაამართლებს სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებას.

„ევროსასამართლო ხშირად იმეორებს, რომ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები არ უნდა იქცეს ილუზორულად.

შესაბამისად, ვერანაირი სამართლებრივი სქემა, რომელიც მიზნად ისახავს სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გვერდის ავლას და „კანონიერების ილუზიის“ შექმნას, ვერ გაამართლებს აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებას იქ, სადაც თავად ღონისძიების გამოცემის ფაქტი მიუთითებდა „გამოუსწორებელი ზიანის მიყენების გარდაუვალ რისკზე“.

დროებითი ღონისძიების გამოცემა ნიშნავს სიცოცხლისთვის ან წამების/არასათანადო მოპყრობის რეალური და გარდაუვალი საფრთხის დეკლარირებას. ამ საფრთხის შეფასების ვალდებულება კი სახელმწიფოს აქვს თავადაც, მიუხედავად იმისა, გამოცემულია თუ არა ღონისძიება. ეს მისი კონვენციური ვალდებულებაა, რომლის შეუსრულებლობისთვისაც, ასევე, დგება პასუხისმგებლობა.

ამიტომაც, აფგან სადიგოვის საქმეში საქართველო უკვე იყო სტრასბურგის სასამართლოს ზედამხედველობის ქვეშ, ხოლო ფორსირებულმა, რამდენიმე საათში ინიციირებულმა და გვიან ღამის საათებში ჩატარებულმა სასამართლო პროცესმა, რომელმაც უგულებელყო ეს კონტექსტი და კონვენციის სტანდარტები, სწორედ იმ „ფორმალურ-სამართლებრივი“ ილუზიის შექმნა სცადა, რასაც ევროპული კონვენცია ეწინააღმდეგება“, – წერს ონიანი.

აფგან სადიგოვი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებში ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში წერს:

“სასამართლომ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილება მიიღო ღამის 4 საათზე.
მოსამართლე, თორნიკე ქოჩქიანმა პროცესზე არც ერთი ჩვენი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საქმეს არ დაურთო მისთვის სავალდებულოდ შესასრულებელი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაც კი.
სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ აფგან სადიგოვის მეუღლესა და შვილებს პოლიტიკური თავშესაფარი აქვთ ევროპაში და მის მიღებას შესაბამისი ქვეყანა ასევე შეძლებდა. შესაბამისად, ჩვენ ვამტკიცებდით, რომ მას შეეძლო ნებაყოფლობით დაეტოვებინა ქვეყანა და ეს შანსი სასამართლოს მისთვის უნდა მიეცა.
ჩვენ მზად ვიყავით, შესაბამისი დოკუმენტები უმოკლეს ვადაში წარგვედგინა როგორც სასამართლოსთვის, ისე მიგრაციის დეპარტამენტისთვის.
ამდენი ხნის განმავლობაში აფგან სადიგოვს საქართველოს დატოვების საშუალებას არ აძლევდა სწორედ “ქართული ოცნების” ხელისუფლება, რის გამოც მანამდე თავშესაფრის პროცედურების დაწყება ფორმალურად შეუძლებელი იყო.
სამართლებრივი სახელმწიფოს ჩარჩოსა და კონვენციის ასეთი ხარისხის შერყევა ბოლო წლების არც ერთ საქმეში არ მინახავს.
ეს არის კატასტროფა. ეს არის მიზანმიმართული სპეცოპერაცია ამ ადამიანის წინააღმდეგ.
დააკვირდით:
1 აპრილს აზერბაიჯანმა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეაჩერა და ამის შესახებ საქართველოს აცნობა.
2 აპრილს ეს ინფორმაცია მიაწოდეს აფგან სადიგოვს.
3 აპრილს სასამართლომ გააუქმა მის მიმართ გირაო და გადაადგილების შეზღუდვა.
4 აპრილს აფგან სადიგოვი დააკავეს და რამდენიმე საათში აზერბაიჯანს გადასცემენ.
ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული ორი ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან.“
აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებას სოციალურ  ქსელებში ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ მწვავე კრიტიკა მოჰყვა. საუბრობენ იმაზეც, რომ ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან გარიგება. არაოფიციალური ინფორმაციით, ახლო მომავალში საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჩამოდის.

 

პოპულარული

კიევი: მოსკოვზე დარტყმისას პირველად გამოიყენეს რაკეტა „პელიკანი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთის მოსკოვის რეგიონში მდებარე...

ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით!“: ირაკლი ღარიბაშვილი

პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან რიგით მე-7 წერილს...

Reuters:პუტინს „არჩევნები“ სჭირდება, რათა ომის შემდგომი გაგრძელება გაამართლოს

სააგენტო  Reuters წერს, რომ „ერთიანი რუსეთის“ მოსალოდნელი გამარჯვება კრემლისთვის შეიძლება...

გამბედაობა არავის ჰყოფნის, რომ რიგითი აქცია დააანონსოს..გამბედაობაა საჭირო და არა „ტვ“-ში დროის გაყვანა – ხაბეიშვილი ოპოზიციას

'გამბედაობა არავის ჰყოფნის, რომ რიგითი აქცია დააანონსოს..გამბედაობაა საჭირო და...

რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, აღარ მოხდება, ეს იყო საბოტაჟი – კობახიძე ნამახვანზე

"რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, აღარ მოხდება, ეს იყო...

ინტოქსიკაციის ნიშნების გამო თბილისის 7 ბაგა–ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა–ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, 7 საჯარო ბაღში...

კრემლის პროპაგანდისტი კობახიძის განცხადებას „ბრძნულს“ უწოდებს და „ოცნებას“„პოლიტიკურ რეალიზმს“ უწონებს

კრემლის პროპაგანდისტული, ნაციონალისტური და ანტიდასავლური გამოცემა „ცარგრადის“ დამფუძნებელი კონსტანტინ...

გამჭვირვალობის კანონი ყველაზე ქართული კანონია, რაც ბოლო პერიოდში მივიღეთ – პაპუაშვილი

"გამჭვირვალობის კანონი ყველაზე ქართული კანონია, რაც ბოლო პერიოდში...

ყველა ამბავი

NCDC-დადასტურებულია, რომ თბილისში უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ჩატარებული კვლევებით დადასტურებულია, რომ თბილისის მასშტაბით უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით.NCDC-ის...

რუმინეთში თაღლითობის საქმეზე პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჯორჯესკუ დააკავეს

რუმინეთში 1,1 მილიონი ევროს თაღლითობის საქმეზე დააკავეს ქვეყნის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ — პოლიტიკოსი, რომელმაც 2024 წლის არჩევნების...

Reuters: მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონების თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა

კომპანია „გაზპრომნეფტის“ კუთვნილმა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა დროებით შეაჩერა. მიზეზი 20 სექტემბერს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად...

ამერიკული მედიასაშუალებები თეთრ სახლში დაშვების აკრძალვის გამო ტრამპს უჩივიან

აშშ-ის მედიასაშუალებები CNN, MS NOW და Politico აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავენ მას შემდეგ, რაც ტრამპმა...

„წამების ოთახი“, სკამზე მიბმული მამაკაცი და დაკავებული საქართველოს მოქალაქეები: სპეცოპერაცია ესპანეთში

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ქალაქ ესტეპონაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სავარაუდო „წამების ოთახი“ აღმოაჩინა და საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავა, მას შემდეგ,...

დამპირდნენ: “არცერთი დღე ციხეში, მრავალწლიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმა”. გადამაგდეს – ღარიბაშვილი

ბიძინა ივანიშვილთან 20-წლიანი ურთიერთობისა და მისდამი ჩემი დამოკიდებულების გამო უსიტყვოდ ავედი პოლიტიკურ სასაკლაოზე და ჩავჯექი ციხეში, რადგან არ მინდოდა...

ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით!“: ირაკლი ღარიბაშვილი

პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან რიგით მე-7 წერილს ავრცელებს და ცდილობს, საზოგადოებას მის დაკავებასთან და „გადაგდებასთან“ დაკავშირებული დეტალები...

ირლანდიიდან 43 საქართველოს მოქალაქე გამოაძევეს

The Irish Times-ის ინფორმაციით, ირლანდიიდან 43 საქართველოს მოქალაქე გამოაძევეს, მათ შორის იყო სამი არასრულწლოვანი. გაძევებულთა შორის 33 მამაკაცი და...

გაეროში კადაფსაც, ბაშარ ალ-ასადსაც უსმენდნენ – დათუნაშვილი კობახიძის ვიზიტზე

"დელეგიტიმაციით გამოწვეულ სასოწარკვეთილებას არაფერი არ აღწერს ისე კარგად, როგორც პროპაგანდისტული მცდელობა, ყველა ჯერზე გაყიდონ ნებისმიერი პროტოკოლური შეხვედრა, ნებისმიერი რიგითი,...

პენიტენციური პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ბრალდებას უარყოფს

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რონ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს ადგილი არ...

ფილიპინებში საქართველოსთან დაკავშირებული სავარაუდო სუროგაციის ტრეფიკინგის სქემა აღკვეთეს

ფილიპინების იმიგრაციის ბიურომ ნინოი აკინოს საერთაშორისო აეროპორტის (NAIA) პირველ ტერმინალში 15 სექტემბერს შეაჩერა და გადაარჩინა ფილიპინელი ქალი, რომელიც ადამიანით...

ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლი ვარ – ნანა სანდერი

ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლი ვარ, - ეს განცხადება 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა, ნანა სანდერმა სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.“მთელი თვეების...