გლდანში პარტია “საქართველოსთვის” მაჟორიტარობის კანდიდატი, ნათია მეზვრიშვილი განმარტავს გახარიას მიერ კალაძესთან შეხვედრის მიზეზებს.
მისი თქმით, კალაძე ერთადერთი იყო მმართველი გუნდიდან, რომელსაც გიორგი გახარია პატივს სცემდა, რის გამოც ის საქმის კურსში ჩააყენა. მეზვირიშვილის შეფასებით, ეს გახარიას მიერ გადადგმული “კაცური” ნაბიჯი იყო.
“გახარიამ გადაწყვიტა, რომ კალაძეს ეს ამბავი ტელევიზიით არ გაეგო, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო მისი მხრიდან გადადგმული კაცური ნაბიჯი. სამწუხაროა, რომ ორი კაცის პრივატული საუბარი კახი კალაძემ გარეთ გამოიტანა. დღეს განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, რა მოხდა. ხო, ალბათ მისთვის გაუგებარია, როდესაც ვერ ხვდება, რომ ორი კაცის პრივატული საუბარი გარეთ არ უნდა გამოიტანოს. ამ ყველაფერს თბილისელი ამომრჩეველი შეაფასებს არჩევნებზე”,– ამბობს მეზვრიშვილი მთავარი არხის ეთერში.
ცნობისთვის, გუშინ თბილისის მერიაში კახა კალაძესა და გიორგი გახარია შორის შეხვედრა შედგა. კალაძის თქმით, გახარიამ შეატყობინა, რომ თბილისის მერად კენჭყისრას აპირებდა, თუმც შეხვედრის მიზეზი და მიზანი “ვერ გაიგო”.