კალაძის თქმით, ვერ გაიგო გახარიასთან შეხვედრის მიზეზი და მიზანი

ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ვერ გაიგო გახარიასთან შეხვედრის მიზეზი და მიზანი.

“მოვიდა მერიაში, განხორციელდა შეხვედრა. გუშინ დილით მოხდა ეს შეხვედრა, მთავრობის სხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე. დიახ, თავად [დამირეკა]. ჩემთან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. სიმართლე გითხრათ, ვერაფერი ვერ გავიგე შეხვედრის მიზანი, მიზეზი. ერთადერთი რაც ითქვა შეხვედრაზე, ეს იყო, რომ ის აყენებდა კანდიდატურას და არ უნდოდა ეს ტელევიზიით გამეგო, თავად გადაწყვიტა, რომ მას ეთქვა ეს ყველაფერი. დანარჩენი, გულწრფელად გეტყვით, ვერ გავიგე ვერაფერი”, – ამბობს კალაძე.

გახარიამ უარყო ირაკლი კობახიძის ბრალდება, რომ მან კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ კალაძეს ფული მოსთხოვა. აღნიშნული ბრალდება უარყო კალაძემაც.