“პირველ რიგში, უღრმესი მადლობა ყველას თანაგრძნობისთვის.

განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ მაკა იოსელიანს. ძალიან ვაფასებ, რომ შეწუხდა და ამდენი დრო დამითმო.

დიდი მადლობა ანი ქავთარაძეს, ეკა ბესელიას, შოთა თუთბერიძეს, ჩემს დროელებს, ქალთა მოძრაობასა და თინა ბოკუჩავას.

ცალსახად და მკაფიოდ ვაცხადებ: თუ ჩემს კლინიკაში გადაყვანას დამოკიდებულს გახდიან ჩემს თხოვნა/მოთხოვნაზე, დაივიწყონ. არცერთ ვითარებაში ჩემგან თხოვნას არ მიიღებთ.

ექვსი თვის თავზე დიაგნოზამდე მიგიყვანეთ. ეხლა მიიღეთ გადაწყვეტილება და აიღეთ პასუხისმგებლობა.

ასევე, ხაზგასმით მინდა ვთქვა, ამ პროცესზე პასუხისმგებელია პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის მიმართულება. (ასეა მზიას, ზინოვკინას, ნინო დათაშვილისა და ყველა სხვა პატიმრის ჯანმრთელობის შემთხვევაში)

ნესტან ვერულაშვილის მიმართ გულწრფელად პრეტენზია არ გამაჩნია. მეტიც, პატივს ვცემ.

ძალიან მყარი არგუმენტები რომ არ მქონდეს, არ ვიტყოდი. რასაც ნამდვილად არ ვიტყვი ვინმე ურთმელიძეზე. მას კიდევ არაერთხელ მივუბრუნდებით და მივხედავთ.

P.S. ჩემი სრული მხარდაჭერა ტვ პირველს და ფორმულას. ეს საგანგაშო სიგნალია.”

აცხადებს დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.