“ალბათ, ბევრისთვის არის ცნობილი, რომ ზოგადად მას [ელენე ხოშტარიას] ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რომელიც ძველი პერიოდიდან არის მოყოლებული. მისი ექიმი ვერ ამბობს, რა არ უტარდება, რა შეიძლება მიეცეს ან რა სახის მკურნალობაა იმისთვის საჭირო, რომ მას არ ჰქონდეს ტკივილები. ალბათ, უფრო სწორი იქნება, რომ დაეხმაროს პენიტენციურ სისტემას, რა დამატებითი პროცედურები შეიძლება ჩატარდეს, რომ ის ჯანმრთელობის პრობლემები, რომელიც არა ახლა, არამედ დიდი ხანია აწუხებს, აღმოიფხვრას. ხოშტარიას აბსოლუტურად ყველაფერი უკეთდება! მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები, რომ ელენე ხოშტარიას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ამ შემთხვევაში არაფრით არ უკავშირდება იმას, რომ ის პენიტენციურ დაწესებულებაშია – მას აქამდეც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები.[…] ველა ეტაპზე, როდესაც თქვენი და თქვენი NGO-აგენტურული ქსელების მხრიდან ეს თემა სხვა ყველა პატიმართან დაკავშირებით იყო წამოწეული, პენიტენციური სისტემა ყველაზე სწორად აფასებდა, როდის უნდა გადაყვანილიყო მსჯავრდებული თუ ბრალდებული სამედიცინო დაწესებულებაში. ამიტომ, არც აქამდე და არც მომავალში არ მაქვს არანაირი უფლება, ეჭვი შევიტანო პენიტენციური სისტემის სწორად ფუნქციონირებაში – ის თავად მიიღებს გადაწყვეტილებას და სწორად განსჯის, როდის არის მსჯავრდებულის გადაყვანის აუცილებლობა [კლინიკაში]”,

ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან, “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.