განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საჯარო და კერძო სკოლები 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით სრულად სწავლების დისტანციურ ფორმატზე გადავა. მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, ქალაქების სია ასეთია:
- თბილისი;
- ქუთაისი;
- რუსთავი;
- თელავი;
- ზუგდიდი;
- ზესტაფონი;
- აჭარა;
- გორი;
- ფოთი;
- მარნეული და
- გარდაბანი.
“რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ სწავლას დისტანციურ რეჟიმში უფროს კლასებში და რა თქმა უნდა უმაღლესი დაწესებულებები და პროფ-სასწავლებები აგრძელებენ სწავლას იმ რეჟიმში, რა რეჟიმითაც ისინი ფუნქციონირებენ დღემდე”,-თქვა ცქიტიშვილმა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 44 522
- გამოჯანმრთელებულია – 28 633
- მათ შორის გარდაცვლილია – 362
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 3080
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 2264
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4253, მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.