ევროპის დღეს ყოველწლიურად 9 მაისს აღვნიშნავთ. 75 წლის შემდეგ, ევროპის დღე 1950 წელს რობერტ შუმანის დეკლარაციით დაწყებული ევროპული პროექტის საოცარ წარმატებას ადასტურებს.

ევროკავშირმა ჩვენს 27 წევრ სახელმწიფოს მშვიდობა, დემოკრატია და კეთილდღეობა მოუტანა. ევროპის დღეს ჩვენს საერთო ისტორიაზე ვფიქრობთ და ველოდებით მომავალს, რომელიც საქართველოსთან ერთად გვინდა შევქმნათ.

ევროკავშირის მხარდაჭერა ყველა სფეროს მოიცავს, საქართველოს ყველა მოქალაქეზე ვრცელდება და მათი ცხოვრების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

გულითადად გეპატიჟებით, მობრძანდით და გაიგეთ მეტი ჩვენი მხარდაჭერის შესახებ; გავატაროთ ევროპის დღე ექსპო ჯორჯიაში, 9 მაისს, თქვენს ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად და აღვნიშნო ის, რაც ყველას გვაერთიანებს.

ერთად გავატაროთ ევროპის დღე!

ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ევროპის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.