“ვნახე, რა ხდებოდა რეგიონებში და ვთვლი, რომ ამას არ შეიძლება დაერქვას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. გარდა ამისა, როდესაც ვხედავთ, რომ ზოგიერთ უბანზე ქართულმა ოცნებამ 94% აიღო, მხოლოდ ერთი შეკითხვა მაქვს, რატომ არ დაწერეს 194%? ეს ყველაფერი საბჭოთა სისტემას უფრო ჰგავს, ვიდრე დემოკრატიულს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ იყო ამომრჩევლის დაშინების ფაქტები და ისეთი შემთხვევები, როდესაც ამომრჩევლებისთვის რთული იყო საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვა. იყო შეკითხვა, არის თუ არა ეს არჩევნები მოპარული და მე ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები არის ნაყიდი.’
ამბობს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, უკრაინის პარლამენტის წევრი, დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში აკვირდებოდა.