პანდემიისას შემცირებული გაყიდვების გამო კოკა–კოლა 2200 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს, მათ შორის 1200 სამუშაო ადგილი აშშ–ში დაიკარგება.
გასული წლის ბოლოს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში კოკა–კოლაში 10400 ადამიანი იყო დასაქმებული, შესაბამისად, შემცირებამ სამუშაო ძალის 12% შეადგინა. ატლანტაში, სადაც კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს 500 სამუშაო ადგილი გაუქმდება. ამის შესახებ კომპანიამ ხუთშაბათს განაცხადა.
შემცირებები მოიცავს როგორც ნებაყოფლობით, ასევე იძულებით გათავისუფლებას. სამსახურიდან გათავისუფლების კომპენსაციები კი კომპანიას სავარაუდოდ 350 –დან 550 მილიონამდე დოლარი დაუჯდება.
კომპანიამ პერსონალის რაოდენობის შემცრების შესახებ ჯერ კიდევ ზაფხულში განაცხადა და თქვა, რომ აპირებს გამოისყიდს 4000 სამუშაო ადგილი აშშ–ში, კანადასა და პუერტო–რიკოში.
კომპანიამ მაშინვე განაცხადა, რომ ოთხ რეგიონში აპირებს საოპერაციო ერთეულების რაოდენობის შემცირებას 17–დან ცხრამდე. ხუთშაბათს კი დაასახელა, კონკრეტულად რომელ ქვეგანყოფილებებს შეეხება შემცირება.
2020 წლის მესამე კვარტალში კოკა–კოლას სუფთა მოგება 9%–ით შემცირდა და 8.7 მილიარდი დოლარი შეადგინა. მიზეზი რესტორნებში გაყიდვების შემცირება გახდა, რომელთაგან ნაწილი სამუდამოდ დაიხურა.
სამომავლოდ კომპანია აპირებს მის ყველაზე პოპულარულ სეგმენტებზე ფოკუსირებას, მათ შორის იმავე დასახელების სასმელებზე, როგორიც არის Coke და Coke Zero.
ოქტომბერში კოკა–კოლამ განაცხადა, რომ ხურავს 200 ბრენდს, ანუ საკუთარი პორტფელის ნახევარს. მანამდე კი წელსვე განაცხადა ცნობილი, თუმცა არამოდური ბრენდების Odwalla, Zico და Tab–ის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
გასული წლის ბოლოს კოკა–კოლაში მთელი მსოფლიოს მაშტაბით 86200 ადამიანი მუშაობდა.